“ამის თქმა ძალიან მრცხვენია, მაგრამ…” – ნანი ბრეგვაძე ძალიან ემოციურ პოსტს აქვეყნებს

0
2973
22 Views

“კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის” სოციალურ ქსელში ნანი ბრეგვაძესა და მის შვილიშვილთან, ნატალია ქუთათელაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს. ინტერვიუ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს ეხება. “მაპატიეთ, ძალიან მრცხვენია ამის თქმა… ერთი პატარა ბიჭი მოვიდა ჩემი სოლო კონცერტის შემდეგ და მითხრა, არ მეგონა, ედიტ პიაფის მერე, ასეთ ემოციას განვიცდიდიო” – იხსენებს ნანი ბრეგვაძე.

ნატალია ქუთათელაძის კითხვას, თუ რა მთავარ განსხვავებას ხედავდა წლების წინ მუსიკოსი ევროპასა და იმ ქვეყანას შორის, სადაც მაშინ ცხოვრობდა, ნანი ბრეგვაძის პასუხია, რომ ეს განსხვავება თავისუფლება იყო.

“ძალიან თავისუფალია ყველა იქ [ევროპაში]. ჩვენ ვიყავით შებოჭილები. საბჭოთა კავშირიდან ჩასულები ვკანკალებდით, არავის უნდა დაელაპარაკოთო… იმის იმედი არავის ჰქონდეს, რომ საბჭოთა კავშირი დაბრუნდება. მე სიღრმისეულად არ მესმის პოლიტიკის, მაგრამ მგონია, რომ უნდა გვინდოდეს ევროპაში შესვლა. 87-ის გავხდები, მეც მიკვირს, ამას რომ ვამბობ… კიდევ სამი წელიწადი მინდა, ყოველ წელს ვუმატებ ამ წლებს, მინდა, რომ კიდევ გაგრძელდეს ჩემი ცხოვრება, რომ მოვესწრო [ევროკავშირში გაწევრიანებას]” – ამბობს ნანი ბრეგვაძე ინტერვიუში.

Cesko