42 Views
პარტია „დროას“ ინფორმაციით, ამავე პარტიის ლიდერი ელენე ხოშტარია თბილისში, ავჭალის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.
როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული, აქციაზე დაკავებული სხვა პირები კახეთის სხვადასხვა ქალაქებში გადაიყვანეს.
„პარტია „დროასთვის” ცნობილი გახდა, თუ სად არიან გადაყვანილი დაკავებულები: თელავი: ძმები მირაქოვები, დიღმელაშვილი, გეწაძე, საგარეჯო: ქერაჭაშვილი, გედენიძე, ხასაია, პაპაშვილი, გურჯაანი: ნარსია, ღონიშვილი, ხუსკივაძე, სიღნაღი: ჩიქოვანი, მაცაბერიძე, ჩხობაძე და ელენე ხოშტარია გადაყვანილია ავჭალაში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ინფორმაციისთვის, ხოშტარია თელავში სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ აქციაზე დააკავეს. ის თელავის პოლიციაში ადვოკატების შეშვებას ითხოვდა.