„ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი: “ბახმუტი აღებულია”

0
5609
35 Views

რუსული კერძო სამხედრო კომპანიის, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რომ მისმა ძალებმა ქალაქი ბახმუტი აიღეს. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

პრიგოჟინი ამბობს, რომ ბახმუტი 20 მაისს შუადღისას მთლიანად დაიკავა.

„ბახმუტის აღების ხორცსაკეპი 224 დღე გრძელდებოდა,“ – დაწერა „ვაგნერის“ ლიდერმა.

პრიგოჟინმა მადლობა გადაუხადა რუს გენერალს სერგეი სუროვიკინსა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, რომელმაც „სამშობლოს დაცვაში მონაწილეობის მიღების“ შესაძლებლობა მისცა. მან კვლავ მწვავედ გააკრიტიკა რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი.

უკრაინული მხარე რუსეთის ძალების მიერ ბახმუტის სრულად აღების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

უკრაინის სამხედრო სპიკერმა სერგეი ჩერევატიმ „როიტერს“ განუცხადა, რომ რუსული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და უკრაინული ქვედანაყოფები ბახმუტში იბრძვიან.

წყარო: pia.ge

Cesko