რუსული მედია – პირველი ქართული თვითმფრინავი მოსკოვში დაეშვა

May 20, 13:43
0
221

ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ის პირველი თვითმფრინავი, რომელმაც ოთხწლიანი პაუზის შემდეგ თბილისი-მოსკოვი პირდაპირი რეისი შეასრულა, ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თვითმფრინავის დატვირთვა დაახლოებით 80 პროცენტი იყო.

კომპანიამ ავიარეისების განხორციელების ნებართვა 16 მაისს მიიღო.

ცნობისთვის, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსული ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავი 19 მაისს, 13:00 საათისთვის დაჯდა, რომელმაც 2019 წლის შემდეგ საქართველოში პირველი პირდაპირი ავიარეისი შეასრულა.

მოსკოვი-თბილისის რეისი ავიაკომპანია „აზიმუტმა” განახორციელა. პარალელურად აეროპორტის ტერიტორიაზე პროტესტის ნიშნად აქცია მიმდინარეობდა. აეროპორტის როგორც შიდა, ისე გარე პერიმეტრზე მობილიზებული იყო პოლიცია. ისინი აეროპორტში მგზავრთა ნაკადის შესვლას მკაცრად აკონტროლებდნენ.

Cesko