„ყვარლის ტბასთან” სასტუმროდან გამოსულ მიკროავტობუსებს კვერცხები დაუშინეს შეძახილებით – „რუსების ადგილი საქართველოში არ არის“- რამდენიმე პირი დააკავეს

0
647
40 Views

სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ტერიტორიაზე, სადაც აქცია იმართება, აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.

უფრო კონკრეტულად კი, „ყვარლის ტბის“ ტერიტორიასთან შეკრებილმა აქტივისტებმა სასტუმროდან გამოსულ მიკროავტობუსებს კვერცხები დაუშინეს შეძახილებით – „რუსების ადგილი საქართველოში არ არის“.

ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები.

ადგილზე ასევე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

 

მელია:მთელი აღმოსავლეთ საქართველოს სპეცსამსახურები ყვარელში არიან, წყლის ჭავლის მანქანა მოჰყავთ, უნდა უზრუნველვყოთ, რომ ლავროვის ოჯახის წევრის ქორწილი არ შედგეს – ესენი სტუმრები არ არიან, ესენი არიან ოკუპანტები!

 

Cesko