“მამა რატომ არ გვყავსო… მეც მინდა მამამ ბაღიდან გამომიყვანოს, სასეირნოდ წამიყვანოს, როგორც ჩემი ჯგუფელებიო”- რას აცხადებს ნიკა ქაცარიძის მეუღლე

0
514
29 Views

რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი, ნიკა ქაცარიძე 43 წლის ასაკში გარ­და­იც­ვა­ლა. მისი მეუღლე ნინო ბერიძე ტრაგედიის შემდგომ ცხოვრებაზე “კვირის პალიტრას” ესაუბრება:

– ნინო, როგორ შეძელით ცხოვრების გაგრძელება იმ თავზარდამცემი ტრაგედიის შემდეგ, ორი პატარა ბავშვით ხელში?

– ძალას და ენერგიას, პირველ რიგში, ჩემი შვილები მაძლევენ. იმის იმედი, რომ გაიზრდებიან და მამას გზას გაჰყვებიან. შვილები მყავს და მათი გულისთვის ყველაფერს შევძლებ!

– გამორჩეული, ძალიან მოსიყვარულე ბავშვები არიან…

– ასე ამბობენ, მაგრამ სიმართლე გითხრათ, რამით გამორჩეულს, განსაკუთრებულს ვერ ვამჩნევ. ძალიან ცელქები, მოუსვენრები, თბილები და მხიარულები არიან. მაქსიმალურად ვცდილობ, მათში სიკეთე დავთესო. არ მინდა გულში ცუდი გაივლონ, დაიჩაგრონ, როგორც ობლები გაიზარდონ. მსურს ლაღები, თავისუფლები იყვნენ. ასეთია ჩემი დამოკიდებულება და აქედან გამომდინარე, ალბათ გარედანაც ჩანს, რომ ასე იზრდებიან.

 

– ხელოვნების ნიჭი უკვე ეტყობათ?

– არტისტულები ნამდვილად არიან. მამის გენეტიკა იგრძნობა, მაგრამ ჯერ გადაჭრით ვერაფერს ვიტყვი, რადგან ძალიან პატარები არიან. არ ვიცი, მომავალში რას გადაწყვეტენ, როგორ იცხოვრებენ, ეს მათი არჩევანი იქნება. ახლა კი რის ნაჭსაც ვატყობ, ვცდილობ, მათში განვავითარო, შევაყვარო, ვასწავლო. ეს იქნება თეატრი, ოპერა თუ მუსიკა, მსურს გარკვეულ დონეზე იყვნენ გათვითცნობიერებულები… მათი მამა იმდენად ნიჭიერი იყო, ყველაფერი იმდენად კარგად გამოსდიოდა, ვფიქრობ, ამათაც შეიძლება მამის ნიჭი ჰქონდეთ.

– ამ ყველაფრის პარალელურად, მუშაობთ… ამდენს როგორ ასწრებთ, როგორია თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე?

– ყოველი დღე საკმაოდ რთულია. ყველაფერი უნდა მოვასწრო და შეიძლება ვერ ვასწრებ, მაგრამ შეძლებისდაგვარად ვახერხებ. სულ დროის დეფიციტი მაქვს, გადარბენაზე ვარ, სულ მეჩქარება, სულ სადღაც მაგვიანდება… დილით შვილები საბავშვო ბაღში მიმყავს, შემდეგ სამსახურში 4-5 საათამდე ვმუშაობ, შემდეგ ბაღიდან გამომყავს, მარიტა ბალეტზე მიმყავს… ახლა მინდა მარიტა ხატვაზე შევიყვანო, რადგან აიჩემა, ძალიან კარგად ვხატავო. ასევე, სიმღერაზეც მსურს ვატარო და ახლა, კიდევ ორი საქმე რომ დამემატება, მერე მართლა აღარ ვიცი, როგორ მოვასწრებ… შაბათ-კვირას ვისვენებ, გამოსასვლელი დღეები გვაქვს და ბავშვები ქალაქგარეთ, სუფთა ჰაერზე, მეგობრებთან, თანატოლებთან. განაგრძეთ კითხვა
წყარო – kvirispalitra.ge

Cesko