უკრაინა უნგრეთის სუვერენიტეტს ემუქრება, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიარტომ განაცხადა.
სიარტოს თქმით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მილსადენ „დრუჟბას“ აფეთქება სურს, რომლის მეშვეობითაც უნგრეთს რუსული ნავთობი მიეწოდება.
უნგრული დიპლომატიის თქმით, უკრაინა უფრო და უფრო მტრულად განწყობილია უნგრეთის მიმართ, ამის მაგალითად კი უკრაინის მიერ უნგრული ბანკის, OTP-ს ტერორიზმის სპონსორთა საერთაშორისო სიაში შეყვანას ასახელებს.
„ენერგომომარაგების უსაფრთხოება სუვერენიტეტის საკითხია. ვინმე თუ ითხოვს უნგრეთის ენერგომომარაგების შეწყვეტას, ის რეალურად უტევს უნგრეთის სუვერენიტეტს“, – აღნიშნა სიარტომ.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ უნგრეთი დაბლოკავს უკრაინის ნებისმიერ სამხედრო დახმარებას, ვიდრე კიევი არ ამოიღებს უნგრულ ბანკს ომის სპონსორთა სიიდან.