“ლექსო ძალიან ცივი ადამიანია, დილას დგება უკვე ცუდ ხასიათზეა… ბრაზდება, ბევრს მუშაობ, სახლში არ ხარო” – ცნობილი რეპერის მეუღლე ოჯახურ სირთულეებზე

0
1253
22 Views

გადაცემას “მხოლოდ ლელასთან” ლექს-სენი და მისი უკ­რა­ი­ნე­ლი მე­უღ­ლე ტა­ტი­ა­ნა ბურ­ლი­აი ეს­ტუმრნენ, სადაც წყვილმა გულახდილად ისაუბრა ერთმანეთის ხასიათებსა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

მათ ინტერვიუს უცვლელად გთავაზობთ:

– ლექ­სო არ არის რო­მან­ტი­კუ­ლი, ძა­ლი­ან რა­ღაც­ნა­ი­რი ცივი ადა­მი­ა­ნია. სულ ვთხოვ ჩა­მე­ხუ­ტე. რა­ტომ უნდა სთხო­ვო, მოდი ჩა­მე­ხუ­ტე. ერთი წუთი და მე­უბ­ნე­ბა, გე­ყო­ფა. არ მახ­სოვს, ბო­ლოს სად დამ­პა­ტი­ჟა. ძა­ლი­ან რთუ­ლი ხა­სი­ა­თი აქვს, ეს მარ­ტო ჩემი აზრი არ არის, ჩვენს წრე­ში ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ასე თვლის. მისი სამ­ყა­რო აქვს.

ლექ­სო:

– ჩვენ შე­იძ­ლე­ბა ვხუმ­რობ­დეთ, მაგ­რამ იდე­ა­ლუ­რი არა­ვინ არის. ცხოვ­რე­ბა რომ მი­დის, რა­ღა­ცებს სხვა­ნა­ი­რად უყუ­რებ, სულ გა­ღი­მე­ბუ­ლი ვერ იქ­ნე­ბი. მი­თუ­მე­ტეს ისეთ ქვე­ყა­ნა­ში ვცხოვ­რობთ, რომ მა­გა­ლი­თად უკ­რა­ი­ნის თე­მის შემ­დეგ, რო­დე­საც ფე­ის­ბუქ­ზე რა­ღაც დღე­სას­წა­უ­ლია, გა­მო­უქ­ვეყ­ნე­ბია ფე­ის­ბუქ­ზე, აი, მე ეს გა­ვა­კე­თე და ბედ­ნი­ე­რი ვარ, შე­ნიშ­ვნა მი­მი­ცია, არ არის ლა­მა­ზი, აიღე, ჩვე­ნი ბი­ჭე­ბი იქ არი­ან, მისი ძმა ომ­შია. შე­იძ­ლე­ბა ეს ჩემი პე­დან­ტო­ბაა, შე­იძ­ლე­ბა მე ვცდე­ბი, არც უნდა იყო ასე, ცხოვ­რე­ბა ხომ მა­ინც გრძელ­დე­ბა. ესეც სირ­თუ­ლეა ალ­ბათ, უთ­ქვამს, ეგ რა შუ­ა­შია, შენ რთუ­ლი ხა­სი­ა­თი გაქვს.

ტა­ტი­ა­ნა:

– ჩემ­თვის ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში მთა­ვა­რი მოთ­მე­ნაა. ავი­ღოთ ლექ­სოს ხა­სი­ა­თი, დი­ლას დგე­ბა ცუდ ხა­სი­ათ­ზე. სულ ერთ ხაზ­ზეა.

ლექ­სო:

– ვა­ღი­ა­რებ, რომ ქა­ლე­ბი უფრო ამ­ტა­ნე­ბი არი­ან. რა­საც ქა­ლე­ბი იტა­ნენ და შე­უძ­ლი­ათ, მაგ­დე­ნი რე­სურ­სი მე არ მექ­ნე­ბო­და. ეგეც ნი­ჭია ალ­ბათ.

ტა­ტი­ა­ნა:

– ალ­ბათ ჩვენ სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი დათ­მო­ბა ვი­ცით. ვცდი­ლობ, ჩემი საქ­მე­ე­ბი ისე და­ვა­ლა­გო, რომ კონ­ფლიქ­ტი არ იყოს სახ­ლში. მე­უბ­ნე­ბა ბევ­რს მუ­შა­ობ, სახ­ლში არ ხარ. ვცდი­ლობ, რომ სამ­სა­ხურს და­ვაკ­ლო და სახ­ლში ვიყო, მაგ­რამ მე­ო­რე მხრი­დან ვხე­დავ, რომ არ ღირს დათ­მო­ბა. ეს აბ­რა­ზებს, სახ­ლში არ ხარ, მაგ­რამ რა გა­მო­დის, მე სახ­ლში ვზი­ვარ და ის სახ­ლში არაა.

ლექ­სო:

– მა­გა­ზე ხში­რად ვფიქ­რობ, ბუ­ნებ­რი­ვი მო­მენ­ტია. ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა ისე­თია, რომ მი­ვეჩ­ვიე გა­დარ­ბე­ნებ­სა და დატ­ვირ­თულ რე­ჟიმს. მი­ვეჩ­ვიე, რომ სახ­ლში საჭ­მე­ლი დაგ­ხვდე­ბა. სამ­სა­ხუ­რი ნახა, სულ შენ­ზე ხომ არ ვიქ­ნე­ბიო და­მო­კი­დე­ბუ­ლიო. თა­ვი­სი სა­ლო­ნი გა­ა­კე­თა, იქ მუ­შა­ობს, თა­ვი­სი საქ­მე აქვს. მაგ­რამ შემ­დეგ ჩიხ­ში შე­ვე­დით, ბავ­შვის წაყ­ვა­ნა-წა­მოყ­ვა­ნა პრობ­ლე­მა აღ­მოჩ­ნდა, თან თუ მე კონ­ცერ­ტე­ბის სე­ზო­ნი მაქვს, სახ­ლში საჭ­მელს ვინ გა­ა­კე­თებს. დავ­თმე ის, რომ აღარ მო­ვი­თხო­ვე სახ­ლში საჭ­მლის დახ­ვედ­რა და გა­რეთ ვჭამ. ჩვენ ძი­რი­თა­დად უმ­ნიშ­ვნე­ლო რა­ღა­ცებ­ზე ვჩხუ­ბობთ, ბავ­შვმა, ილი­ა­მაც სამ­ჯერ მა­ინც გვი­თხრა, რამე სე­რი­ო­ზულ­ზე მა­ინც იჩხუ­ბე­თო, მაგ­რამ ტა­ტი­ა­ნას ის აქვს, რომ არა­სე­რი­ო­ზულს გა­გი­სე­რი­ო­ზუ­ლებს. დი­ლას ცუდ ხა­სი­ათ­ზე თუ ავ­დე­ქი და ვინ­მეს ტე­ლე­ფონ­ზე ვუ­პა­სუ­ხებ, ამ დროს ტა­ტი­ა­ნა რა­მეს მკი­თხავს და მე უკ­მე­ხად ვუ­პა­სუ­ხე, ისე გა­გი­სე­რი­ო­ზუ­ლებს, შენ რომ მა­შინ ცხრა წლის წინ გა­მაბ­რა­ზე, იქამ­დე ჩავა.

ტა­ტი­ა­ნა:

– ლექ­სო წვრილ­მა­ნებ­ზე ბო­დიშს არ იხ­დის, მაგ­რამ თუ რამე სე­რი­ო­ზუ­ლი და­ა­შა­ვა და მე კომ­პრო­მის­ზე არ მივ­დი­ვარ, მა­შინ იხ­დის. ვერ ვი­ტყვი, რომ ვეჭ­ვი­ა­ნობ, მაგ­რამ არ მომ­წონს რო­გორც მისი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი იქ­ცე­ვი­ან და რო­გორ პა­სუ­ხობს ჩემი ქმა­რი. ვიცი, რომ გიჟ­დე­ბი­ან მას­ზე, იყო შემ­თხვე­ვა გოგო ისე ყვი­რო­და, რომ მე­გო­ნა ცუ­დად ხდე­ბო­და. ჩა­ი­ხუ­ტებს, სუ­რა­თებს გა­და­უ­ღებს, აკო­ცებს, არ შე­იძ­ლე­ბა ასე. ძი­რი­თა­დად კონ­ცერ­ტზე მო­დი­ან, ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა მთვრა­ლი ქალი მო­სუ­ლა, ეს სა­ერ­თოდ კა­ტას­ტრო­ფაა.

Cesko