“ჟორა თბილისკი”, “მატევიჩი”, “წრიპა” – თურქეთში ე.წ. კანონიერი ქურდები დააკავეს

0
511
19 Views

“ეროვნული უსაფრთხოების პრობლემა” – ამ მოტივით უკვე რამდენიმე დღეა მთელი თურქეთის მასშტაბით, მასობრივი დაპატიმრებები მიმდინარეობს.

სტამბოლი, ტრაპზონი, ანტალია, ბოდრუმი – დაკავებების სერია არაერთ ქალაქში ჩატარდა. ორგანიზებული დანაშაულის ბრალდებით, სხვებთან ერთად ხელბორკილები დაადეს ქართული მაფიის გავლენიან ლიდერებსაც. მხოლოდ ბოლო დღეებში, თურქმა სამართალდამცველებმა დააპატიმრეს შვიდი ე.წ. “კანონიერი ქურდი“.

დაკავებულთა შორისაა ე.წ. კანონიერი ქურდი გიორგი მანუკიანი, იგივე „ჟორა თბილისკი“. სტამბულში ხელბორკილები დაადეს გავლენიან, ე.წ კრიმინალურ ავტორიტეტს თემურ ნემსიწვერიძესაც, რომელსაც კრიმინალურ წრეებში “წრიპა”ს მეტსახელით იცნობენ.

დაკავებულები ასევე არიან როინ უგლავა, მეტსახელად “მატევიჩი“, ოთარ ტოტოჩია და ელგუჯა თურქაძე. ყველა მათგანი წლებია საზღვარგარეთ ცხოვრობს.

დაკავებულთა უმეტესობაზე რუსეთის მიერ საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

რუსული მედია წერს, რომ თურქი სამართალდამცველები ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს სწორედ მოსკოვიდან გაგზავნილი სიებით აკავებენ. სავარაუდოდ, დაკავებულთა ნაწილს რუსეთს გადასცემენ.

ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდების ნაწილი ახლა საექსტრადაციო პატიმრობაში იმყოფება. ზოგიერთი დაკავებას უკანონოდ მიიჩნევს და ირწმუნება, რომ თურქეთში კანონიერად, ბინადრობის უფლების საფუძველზე იმყოფებოდა.

ქართველი, ე.წ კანონიერი ქურდების კონცენტრაციის პარალელურად, თურქეთში საკმაოდ გახშირდა კრიმინალური ანგარიშსწორებები ქართულ დაჯგუფებებს შორის. რეზო ლორთქიფანიძე, გაიოზ ზვიადაძე, დავით ალხანაშვილი, ნადიურ სალიფოვი – ეს არასრული სიაა იმ გავლენიანი კანონიერი ქურდების, რომლებიც ბოლო პერიოდში თურქეთში შეიარაღებული თავდასხმის დროს მოკლეს.

წყარო: “რუსთავი2”

Cesko