ტელეწამყვანმა, ლიზა ვადაჩკორიამ, ქვეყანაში შექმნილ სავალალო ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა.
“ხელფასებს ვერავინ გიმატებს, გეუბნებიან, უკაცრავად, არ გვაქვს საშუალება, ინფლაცია გაიზარდა, ხარჯი გაიზარდა. ბავშვები ვეღარ შეყავთ სპორტზე, ჯანმრთელობა – ადამიანი ვერ მიდის ექიმთან, არავინ თქვას, რომ სადმე რამე უფასოა, მე შემეხო ეს პირადად, დედაჩემი პენსიონერია და მეგონა, ბევრი რამ უფასო იქნებოდა, არავითარ შემთხვევაში. წამლებს გაგიაფებთო, მხოლოდ გაძვირდა. ეს ყველაფეირ აწვება ოჯახს. არ მგონია ილუზიაში იყოს მთვარობა, ის ქმნის სურათს ადამიანებში, აი, ნახეთ ყველაფერი კარგადაა, ხალხი დადის აგერ რესტორანში, აგერ სასტუმრო ამუშავდა აგერ ბინებს აქირავებთ, იმიტომ შემოვუშვით რუსეთის ამდენი მოქალაქე, რომ ბინები გააქირაოთ, გვიქმნიან ილუზიას… აი, სამუშაო ადგილები… მოლარე, რომელიც 500–600 ლარს აიღებს მაღაზიაში და დილიდან საღამომდე რომ იმუშავებს, თვეში ეყოფა ეს ხელფასი?” – ამბობს ლიზა ვადაჭკორია.