„როდესაც რომან გოცირიძის ხუმრობებს ვისმენ, საკუთარ თავში რწმენა მეკარგება და ვკომპლექსდები“ – რას წერს დავით კალანდია?

0
448
22 Views

პუბლიცისტი, დავით კალანდია „ნაცმოძრაობის“ დეპუტატის, რომან გოცირიძის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

„რომან გოცირიძე – ივანიშვილს თავი ჰგონია ავტობუსის მძღოლი, რომელსაც ევროპიდან მოსკოვისკენ გადაახვევინებს, მაგრამ სამწუხაროდ, ის მატარებლის მძღოლია, რომელიც მყარ ლიანდაგზე დგას, ერთადერთი შეუძლია გააჩეროს ხაშურში

რა ნატიფი იუმორის პატრონია, ეს ლამაზი კაცი.

როდესაც რომან გოცირიძის ხუმრობებს ვისმენ, საკუთარ თავში რწმენა მეკარგება და ვკომპლექსდები.

ვიცი, რომ მე ასე ვერასდროს ვიხუმრებ, ასეთი ოსტატობით, ასეთი სარკაზმითა და ირონიით.

და მერე ვფიქრობ, იქნებ ტრაგიკოსებში გადავეწერო-მეთქი და შევეშვა იუმორისტობასა და სატირისტობას?

დღეს რომანგოცირიძემ იუმორისა და სატირის მორიგი მასტერ-კლასი ჩაგვიტარა და უნდა ვეცადოთ, რომ როგორმე მას გავუტოლდეთ.

მაგრამ რას გაუტოლდები იმას, ვინც დიდი ხანია ღრუბლებს გაცდა და მიწიდან მხოლოდ მისი ჭაღარა მუცელი ჩანს.

მეზობელი მყავს, აბო ტრახალაძე. ბაბუამისი ჯვებე ჯერ კიდევ 1933 წელს სტალინისიდან წამოვიდა და პლეხანოვზე დასახლდა.

ვხედავ, გამოეწყო დღეს აბო ლაგამ-აბჯარ-უნაგირში, ორი ხმალი დაიჭირა, შეკაზმა თავისი ოპელ-კადეტი და ჩახლართული დედისგინებებით დაძრა მანქანა.

-აბო, – დავუყვირე, – საით გაგიწევია? ისევ ფილისტიმელებს ერჩი?

-ფილისტიმელებს კი არა, რომანას სადაც ვნახავ, იქ დავკოდავ, ღლონტის ღორივით.

– რას ერჩი იმ ღვთისნიერ კაცს?

– რა და, მას ხაშური, რა, სამარცხვინო კუთხე ჰგონია, ასე აგდებულად რომ ლაპარაკობს? ინატროს მაგ დედამამიანმა ხაშურში გაჩერება, თავისი ვირთხის ულვაშების გარდა არაფერი რომ უნახავს. დედას ვუმამებ მაგას.

და ეზოდან გრიხინ-გრიხინით გავიდა.

“დაერხა რომანას” გავიფიქრე, ავწიე თავი, შევხედე რომანას დაჩუტულ მუცელს და დავინახე, რომ თოლიები შესეოდნენ და ჰკორტნიდნენ.

(ცილიდან “რომამ რა იცის, ვირი რა ხილია”)“ – წერს დავით კალანდია.

 

Cesko