„პირდაპირი ავიაფრენების აღდგენით მოიგებს მხოლოდ საქართველო და მისი ეკონომიკა, არანაირი რაციონალური კონტრარგუმენტი არ მომისმენია“ – კახა კუკავა

0
861
17 Views

პოლიტიკოსი კახა კუკავა რუსეთთან ავიამიმოსვლის თემას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მისი შეფასებით, პირდაპირი ავიაფრენების აღდგენით მოიგებს მხოლოდ საქართველო და მისი ეკონომიკა.

„სახელმწიფოებრივი (და არა პარტიული) ინტერესებიდან გამომდინარე, ვფიქრობ:

1. დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა რუსეთთან, ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების უკან წაღებამდე დაუშვებელია;

2. პირდაპირი ავიაფრენების აღდგენით მოიგებს მხოლოდ საქართველო და მისი ეკონომიკა, არანაირი რაციონალური კონტრარგუმენტი არ მომისმენია,” – წერს კუკავა სოციალურ ქსელში

Cesko