ქართველი გოგონა, რომლის პროდიუსერიც ქეთა თოფურიაა, სცენის დაპყრობას აგრძელებს

March 4, 09:34
0
393

როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ ქეთა თოფურიამ გადაწყვიტა, პროდიუსერის როლში მოესინჯა ძალები და ამბობდა, რომ იპოვა სწორედ ის ადამიანი, ვისი დიდი იმედიც აქვს.

ნიჭიერი გოგონა TASSO ქეთამ ჯგუფ “ა-სტუდიოს” კონცერტზე წარუდგინა საზოგადოებას, ამავე კონცერტზე შედგა ტასოს კლიპის პრემიერა.

ახლა კი ტასოს პირველი ალბომიც გამოვა, რომლის წარდგენაც ასევე ქეთამ ითავა და გრანდიოზული ღონისძიებაც მოაწყო, რომელსაც რუსული შოუბიზნესის ვარსკვლავები ესწრებოდნენ.

“ხანდახან ხდება ისე, რომ საუკეთესო გადაწყვეტილებებს ინტუიცია გკარნახობს. ასე მოხდა ჩემ შემთხვევაშიც. როცა დავინახე ეს გოგონა, ინტუიტიურად მივხვდი, რომ სწორედ ისაა, ვინც უნდა იყოს.მომხიბლა საოცარი ტემბრით, სიბრძნით, სინათლით. მაქსიმუმს დებს ნებისმიერ საქმეში”, – აღნიშნა ქეთამ.

ტასო, ანუ ანასტასია სისაური, რუსეთში 2019 წლის საბავშვო ახალი ხმის გამარჯვებულია. წარმოშობით ქართველია, თუმცა რუსეთში დაიბადა – ივანოვოში.

 

წყარო: მშობლები

Cesko