“გოლ, გოლ, კვარა, კვარა… ქართველი სინათლეა, მომეცით საქართველოს მოქალაქეობა” – რას ჰყვება იტალიაში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი იტალიელ გულშემატკივარსა და “კვარას ეფექტზე”?

0
532
26 Views

“გოლ, გოლ, კვარა, კვარა… ქართველი სინათლეა, მომეცით საქართველოს მოქალაქეობა” – რას ჰყვება იტალიაში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი იტალიელ გულშემატკივარსა და “კვარას ეფექტზე”?
“გოლ, გოლ, გოლ, კვა­რა, კვა­რა, კვა­რა… ქარ­თვე­ლი სი­ნათ­ლეა, მო­მე­ცით სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა, ქარ­თვე­ლად ვგრძნობ თავს, ქარ­თვე­ლი ვარ!”…

იტა­ლი­ა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ნინა მა­მუ­კა­ძე “კვა­რას ეფექ­ტზე” გვი­ამ­ბობს…

– და­ახ­ლო­ე­ბით 11 წე­ლია იტა­ლი­ა­ში ვცხოვ­რობ და ამ ბოლო დროს ვხე­დავ, რო­გორ თან­და­თან იზ­რდე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პო­პუ­ლა­რო­ბა. 11 წლის წი­ნან­დე­ლი რე­ა­ლო­ბა სულ სხვა იყო, თით­ქმის თი­თო­ე­უ­ლი იტა­ლი­ე­ლის­თვის ახ­სნა მი­წევ­და, სად იყო სა­ქარ­თვე­ლო და მი­უ­ხე­და­ვად უდი­დე­სი წარ­სუ­ლი­სა და კულ­ტუ­რი­სა, რა­ტომ რჩე­ბო­და ჩრდილ­ში ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. ახლა სა­ქარ­თვე­ლოს უფრო კარ­გად იც­ნო­ბენ და ამა­ში ლო­მის წილი ქარ­თველ ემიგ­რან­ტებს მი­უ­ძღვით, რომ­ლე­ბიც შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ცდი­ლო­ბენ სა­ქარ­თვე­ლო­სა და მისი კულ­ტუ­რის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას. თუმ­ცა ხვი­ჩას “ნა­პო­ლი­ში” გად­მოს­ვლის შემ­დეგ უდი­დე­სი ნახ­ტო­მი მოხ­და – ზუს­ტად ორი მატ­ჩის შემ­დეგ, სა­დაც ხვი­ჩამ სამი გოლი გა­ი­ტა­ნა, უკვე მთე­ლი იტა­ლია და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ზე ლა­პა­რა­კობ­და.

სა­ო­ცა­რი ეფექ­ტი მო­ახ­დი­ნა ხვი­ჩას გა­მო­ჩე­ნამ, ძა­ლი­ან შეგ­ვიმ­სუ­ბუ­ქა მდგო­მა­რე­ო­ბა ემიგ­რან­ტებს და რაც მთა­ვა­რია, ინ­ტე­რე­სი გა­ა­ჩი­ნა არა მარ­ტო მისი პერ­სო­ნის, რო­გორც ქარ­თვე­ლის, არა­მედ ყვე­ლა­ფე­რი იმის მი­მართ, რაც ქარ­თუ­ლია…

შე­მიძ­ლია ერთი მა­გა­ლი­თი მო­გიყ­ვა­ნოთ – ახლა ხში­რად მე­პა­ტი­ჟე­ბი­ან იტა­ლი­ურ სპორ­ტულ გა­და­ცე­მებ­ში. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი სა­ო­ცარ ინ­ტე­რესს იჩე­ნენ და მე მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას, რომ ვი­სა­უბ­რო სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ზე, კულ­ტუ­რა­ზე, ტრა­დი­ცი­ებ­ზე. ერთ-ერთ ბეჭ­დურ ინ­ტერ­ვი­უ­ში, რო­მე­ლიც იტა­ლი­ურ გა­მო­ცე­მას მი­ვე­ცი, წინა პლან­ზე წა­მოვ­წიე ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის ის­ტო­რია და მისი ლე­გენ­დე­ბი – სლა­ვა მეტ­რე­ვე­ლი, ბო­რის პა­ი­ჭა­ძე, ასე­ვე ახა­ლი თა­ო­ბა. მე­ო­რე დღეს, ერთ-ერთი ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან მთხო­ვეს ჩარ­თვა და სწო­რედ ამ თე­მა­ზე და­მის­ვეს კი­თხვე­ბი, გადა­ცე­მის წამ­ყვანს ინ­ტერ­ვიუ წა­უ­კი­თხავს და და­ინ­ტე­რეს­და. მე ამას “კვა­რას ეფექტს” ვე­ძა­ხი.

– სხვა ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი თუ გა­უ­გო­ნი­ათ?

– ძველ თა­ო­ბას წარ­სულ­ში სა­ქარ­თვე­ლო­სა და იტა­ლი­ას შო­რის გა­მარ­თუ­ლი მატ­ჩე­ბიც ახ­სოვს.

წყარო: ამბები

Cesko