“გოგონამ ხელი ამოწია და რას ვხედავ, ჩემი საფულე… ახლაც გაოცებული ვარ…” – რას წერს ნინო სურგულაძე

0
1226
14 Views

“გოგონამ ხელი ამოწია და რას ვხედავ, ჩემი საფულე… ახლაც გაოცებული ვარ…” – ამის შესახებ ოპერის მომღერალი ნინო სურგულაძე სოციალურ ქსელში წერს:

“დღეს ერთი სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბა­ვი მოხ­და ეს­პა­ნეთ­ში, მე­ო­რე სპექ­ტაკ­ლის წინ. თე­ატ­რში ტაქ­სით მი­ვე­დი, ცოტა დაღ­ლი­ლი ვი­ყა­ვი. შე­ვე­დი ჩვე­უ­ლე­ბი­სა­მებრ ჩემს ოთახ­ში და და­ვი­წყე მზა­დე­ბა. კარ­ზე კა­კუ­ნია… მობ­რძან­დით! შე­მო­დის თე­ატ­რის ერთ-ერთი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და მე­უბ­ნე­ბა:

– ნინო, დო­კუ­მენ­ტი და­კარ­გე?

– არა, გაკ­ვირ­ვე­ბულ­მა მი­ვუ­გე… (გა­მახ­სენ­და, რომ პას­პორ­ტი ნამ­დვი­ლად სახ­ლში მედო).

– აქ ქალ­ბა­ტო­ნე­ბია მო­სუ­ლი და ამ­ბო­ბენ, რომ შენი დო­კუ­მენ­ტე­ბი იპო­ვეს.

 

– ახ­ლა­ვე, მი­ვუ­გე და გა­ვე­დი მათ სა­ნა­ხა­ვად (გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი).

ორი ქალ­ბა­ტო­ნი, ერთი ასაკ­ში სან­დო­მი­ა­ნი და ძა­ლი­ან სიმ­პა­თი­უ­რი ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნა. მი­ვე­სალ­მე და ამ დროს გო­გო­ნამ ხელი ამო­წია და რას ვხე­დავ ჩემი სა­ფუ­ლე. გავ­შტერ­დი! წარ­მოდ­გე­ნა არ მქონ­და, სად და რო­დის დავ­კარ­გე. თე­ატრთან ვი­პო­ვე­თო, მი­თხრა ღი­მი­ლით. უღ­რმე­სი მად­ლო­ბა! კი, მაგ­რამ რო­გორ მო­მა­გე­ნით აქ? – ვე­კი­თხე­ბი გა­ო­ცე­ბუ­ლი. თქვე­ნი დო­კუ­მენ­ტი ვნა­ხე და დავ­გუ­გ­ლე და მივ­ხვდი, რომ არ­ტის­ტი ხართ, სა­ფუ­ლე თე­ატრთან ახ­ლოს იყო და ამი­ტომ აქ მო­ვე­დი და არა პო­ლი­ცი­ა­ში…
სა­ფუ­ლე­ში თა­ვის­თა­ვად მნიშ­ვენ­ლო­ვა­ნი სა­ბუ­თე­ბი მედო… დიდი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დე, და­ვა­სა­ჩუქ­რე იმ წამ­სვე ( უარ­ზე იყ­ვნენ). ახ­ლაც გა­ო­ცე­ბუ­ლი ვარ მეც და მთე­ლი თე­ატ­რიც. მეს­მის რომ არ­სე­ბო­ბენ კე­თი­ლი და სინ­დი­სი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი, თუმ­ცა ეს დღეს იშ­ვი­ა­თო­ბაა და ძალ­ზედ და­სა­ფა­სე­ბე­ლია… მაგ­რამ ის, რომ ამ ადა­მი­ან­მა და­გუ­გ­ლა და მი­პო­ვა ამან გა­მა­ო­ცა, თუ რა­ტომ გა­უჩ­ნდა ეს იდეა…

არ ვიცი, ალ­ბათ კარ­მაა ( ასე ეძა­ხი­ან ). მოკ­ლედ, ასე­თი ამ­ბე­ბიც ხდე­ბა. დიდი მად­ლო­ბა ამ ორ ქალ­ბა­ტონს. ასე­ვე ამ თბილ და ლა­მაზ ქა­ლაქს, თე­ატრს სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბის­თვის, სით­ბოს­თვის.

სპექ­ტაკ­ლის შემ­დეგ ისევ იმა­ვე თე­ატ­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მო­ვი­და და ამ­ჯე­რად მე­უბ­ნე­ბა, ორი ქარ­თვე­ლი გე­ლო­დე­ბაო. და შე­მო­ა­ნა­თა ორმა ძა­ლი­ან კარ­გმა ქარ­თველ­მა გო­გო­ნამ ლა­მა­ზი თა­ი­გუ­ლით. ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და. ჩა­ვე­ხუ­ტეთ ერ­თმა­ნეთს. ჩვენ ემიგ­რან­ტე­ბი ვართ და მად­რიდ­ში ვცხოვ­რობთ, გა­ვი­გეთ, რომ ბი­ლე­თე­ბი აღარ იყო… შემ­დეგ სა­იტ­ზე და­ი­წე­რა, რომ ორი ბი­ლე­თი გა­მოჩ­ნდა და ეგ­რე­ვე წა­მო­ვე­დით, გა­ხა­რე­ბუ­ლე­ბი ვი­დე­ქით.

მად­ლო­ბა მათ, რომ შე­წუხ­დნენ და ჩა­მო­ვიდ­ნენ…აი, ასე­თი დღე იყო დღეს. ვერ მო­ვით­მი­ნე და გა­გი­ზი­ა­რეთ.” – წერს “ფე­ის­ბუქ­ში” ნინო სურ­გუ­ლა­ძე.

Cesko