როგორია ლუკაშენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობა – რას ამბობს რუსეთის დუმის დეპუტატი?

0
273
18 Views

რუსეთის დუმის დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინე ზატულინმა განაცხადა, რომ ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო ავად გახდა. დეპუტატმა რუსულ გამოცემა “პოდიომს” უთხრა, რომ იცის რა პრობლემა აქვს ლუკაშენკოს, მაგრამ არ დაასახელა დიაგნოზი.

“არაფერია ზებუნებრივი, ეს არ არის კოვიდ, უბრალოდ, ადამიანი ავად გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი ავად გახდა, მან თავის მოვალეობად ჩათვალა მოსკოვში ჩამოსვლა, შემდეგ კი იმავე დღეს საღამოს მინსკში გამართა ღონისძიებები. ალბათ ცოტა დასვენება სჭირდება, სულ ეს არის”, – თქვა ზატულინმა.

9 მაისს ლუკაშენკო მოსკოვში აღლუმზე იმყოფებოდა, მაგრამ ის მალევე დაბრუნდა მინსკში. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ცუდად გახდა. უკვე მინსკში, ლუკაშენკომ არ წარმოთქვა “გამარჯვების დღისადმი” მიძღვნილი ტრადიციული სიტყვა.

Cesko