ნიკოლოზ ჩხეტიანი: როგორც ცდილობს ბერძენიშვილი ისტორიის დამახინჯებას, ზუსტად ასევე ცდილობს ის, დაამახინჯოს ჩვენი დღევანდელობა

0
211
56 Views

როგორც ცდილობს ბერძენიშვილი ისტორიის დამახინჯებას, ზუსტად ასევე ცდილობს ის, დაამახინჯოს ჩვენი დღევანდელობა, – ამის შესახებ აღნიშნულია ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარის, ნიკოლოზ ჩხეტიანის განცხადებაში.

„როგორც ცდილობს ზნედაცემული ლევან ბერძენიშვილი საქართველოს ისტორიის დამახინჯებას, ზუსტად ისევე ცდილობს ის, დაამახინჯოს ჩვენი დღევანდელობა. ზუსტად ამის გამოვლინებაა, რომ ყველა თავის საჯარო განცხადებაში, რომელსაც ბერძენიშვილი ასე უხვად აკეთებს, ის ცდილობს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე რამენაირად ჩირქი მოსცხოს და შეურაცხყოფა მიაყენოს ქველმოქმედ ადამიანს. ბიძინა ივანიშვილის ცხოვრებას და მოღვაწეობას თუ გადავხედავთ, ვერ ნახავთ იმის ერთ მაგალითსაც კი, რაშიც მას ბერძენიშვილი სწამებს ცილს. პირიქით, ბიძინა ივანიშვილის ცხოვრების წესში ზნეობრიობის უამრავი კარგი მაგალითი შეგვიძლია ამოვიკითხოთ. იმის გათვალისწინებით, თუ როგორ იყენებს ბერძენიშვილი სიტყვა ზნეობას, თავს უფლება მივეცი, ის ზნედაცემულ ადამიანად მოვიხსენიო.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ბიძინა ივანიშვილი არ საჭიროებს ჩემგან დაცვას, ლევან ბერძენიშვილის საფუძველს მოკლებული თავდასხმები მას ვერაფერს დააკლებს. მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ამ ბრალდებებს აყენებს ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს საზოგადოებას განსწავლულობის ეტალონად წარმოუჩენს და ახალგაზრდობას ლექციებს უკითხავს, მათ შორის ჩვენი ისტორიისა და ლიტერატურის უმნიშვნელოვანეს წარმომადგენლებზე. ასეთ პირობებში, ბუნებრივია, მებადება კითხვა, თუ როგორ უნდა ვენდოთ ადამიანს ისტორიული ამბებისა და ასპექტების განხილვისას, როდესაც ის ჩვენს თვალწინ მუდმივად ამახინჯებს დღევანდელობას. ჩემი მიზანი იმის ჩვენებაა, თუ სინამდვილეში ვინ არის ლევან ბერძენიშვილი, რა მორალისა და ზნეობის კაცია ის, ვინც დღეს ასე გამალებით ცდილობს ჩვენი ქვეყნის ისტორიის გაყალბებას. ისმის კითხვა, თუ რამდენად მისაღებია ისეთი ადამიანის „განმანათლებლობა“, რომელიც ასე თავხედურად ამახინჯებს ფაქტებს დღევანდელობაზე. როგორ უნდა გავყვეთ ლევან ბერძენიშვილს მის ლოგიკაში ისტორიული ამბების გადმოცემისას, როდესაც მას აწმყოშიც არ დაეჯერება?!“, – ნათქვამია განცხადებაში.

Cesko