გაეროს მონაცემებით, 2022 წელს შიმშილის ზღვარზე მყოფ ადამიანთა რიცხვი 65 მილიონით გაიზარდა

May 13, 11:11
0
136

2022 წელს შიმშილის ზღვარზე მყოფ ადამიანთა რიცხვი 65 მილიონით გაიზარდა და 58 ქვეყანაში 258 მილიონ ადამიანის მიაღწია, რაც ბოლო 7 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გაეროს მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ამის მთავარ მიზეზებს ომები, ექსტრემალური ამინდი და პანდემიის შედეგები წარმოადგენს.

ყველაზე ცუდი ვითარება სომალიში, ავღანეთში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, სუდანსა და იემენშია, სადაც შიმშილისგან გარდაცვალება 38 მილიონ ადამიანს ემუქრება.

ამასთანავე, შიმშილის ზღვარზე მყოფ ადამიანთა შორის 35 მილიონი ბავშვია, რომელთა ასაკიც 5 წელს არ აღემატება.

Cesko