ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა ბიჭი ტრაგიკულად დაიღუპა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
როგორც ცნობილია, ბიჭი ავტოავარიას ემსხვერპლა.
ახალგაზრდა ბიჭს მეგობრები და ახლობლები ემშვიდობებიან:
“ანდრიობა უნდა მომელოცა თქვენთვის, მაგრამ.. დიდი უბედურება დატრიალდა სოფელში, ავტოკატასტროფაში ჩემი უახლოესი ადამიანი, ჩემი სისხლი და ხორცი გარდაიცვალა 😢 💔💔💔 არ მეგონა ოდესმე ასეთ პოსტს კიდევ, თუ დავდებდი, ძალიან მტკივა შენი ნაადრევად წასვლა ჩემო ზვიო 😭💔
არ მჯერა, არც ის მინდა, რომ დავიჯერო ის საშინელება, რაც ახლა შენ თავს ხდება, აზრებს თავს ვერ ვუყრი, მეტირება, არ ვიცი როგორ გადმოვცე ის ტკივილი, რასაც ახლა განვიცდი, არ მეგონა, თუ ოდესმე მოვესწრებოდი ამ დღეს, ღმერთმა ნათელში გამყოფოს ჩემო უსაყვარლსო ადამიანო ✞✞✞
ღმერთს ვთხოვ ცათა სასუფეველი დაგიმკვიდროს ✞✞✞
ჩაეხუტე შენ ლამაზ დედიკოს იმ ქვეყნად 😥
უფალს ვთხოვ, შენი წასვლით გამოწვეული ტკივილი ოდნავ მაინც შეუმსუბუქოს შენ უბედურ მამას, ძმას და დებს 😢 😢 😢
ზვიო უფალს ებარებოდე, ნათელში გამყოფოს ✞ ✞ ✞
ძალიან მენანები მიწისთვის, ისევ შევხვდებით”