ევროვიზიის აუდიტორიისთვის ვიდეომესიჯით მიმართვის შესახებ ზელენსკის თხოვნაზე, კონკურსის ორგანიზატორებმა უარი თქვეს

0
220
22 Views

ევროვიზია 2023-ის ორგანიზატორებმა უარი თქვეს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის წინადადებაზე, რომელიც კონკურსის ფინალში ვიდეომესიჯით აუდიტორიისთვის მიმართვას გულისხმობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ზელენსკის სურდა ვიდეო ბმულით ესაუბრა ევროვიზიის მრავალმილიონიან აუდიტორიასთან და რუსეთის აგრესიაზე ესაუბრა.

„თუმცა, ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU), რომელიც BBC-სთან ერთად ლივერპულის ევროვიზიის ორგანიზატორია, უკრაინის პრეზიდენტის მოთხოვნა უარყო“, – წერს The Times.

„ევროვიზიის სიმღერის კონკურსი არის საერთაშორისო გასართობი შოუ და ექვემდებარება მკაცრ წესებსა და პრინციპებს, რომლებიც დამკვიდრდა მისი დაარსების დღიდან. კონკურსის ერთ-ერთი ქვაკუთხედი არის ღონისძიების აპოლიტიკური ხასიათი. ეს პრინციპი კრძალავს პოლიტიკური თუ მსგავსი განცხადებების გაკეთებას“, – აღნიშნულია ევროპის მაუწყებელთა კავშირის ინფორმაციაში.

Cesko