30 Views
ისრაელში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელმაც ისრაელის საემიგრაციო იზოლატორიდან გაქცევა კედელში არსებული ხვრელით სცადა. არსებული ცნობით, შემთხვევა „ბენ გურიონის“ აეროპორტის წინასწარი მოთავსების იზოლატორში მოხდა. ქართველი ემიგრანტი იზოლატორში საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით იყო მოთავსებული.
ოფიციალური უწყების ცნობით, ქართველმა ემიგრანტმა კედელზე ხვრელი აღმოაჩინა და გვირაბის გათხრა თანამესაკნესთან ერთად დაიწყო. აღნიშნული ფაქტი უსაფრთხოების სამსახურის მიერ იქნა აღმოჩენილი. საქართველოს მოქალაქეს ბრალდება გაქცევის მცდელობის ორგანიზებისთვის აქვს წარდგენილი. თანამესაკნეების დეპორტირება კი მოლდოვაში მოხდა.