“დღეს ილია მამისაკენ გაეშურა…” – დავით მაღრაძე ილია ელოშვილზე

0
851
34 Views

პოეტი დათო მაღრაძე თბილისის მერის ყოფილ მოადგილე, ილია ელოშვილთან დაკავშირებით ამბავს იხსენებს:

“აფხაზეთში ომია… ქართველი ჟურნალისტები თავს არ ზოგავენ და მოსახლეობას პირდაპირ ცეცხლის ხაზიდან აწვდიან ახალ-ახალ რეპორტაჟებს. ერთ-ერთი ასეთი რეპორტაჟისას, წამით ეკრანზე გაკრთა კადრი – პირტიტველი ჭაბუკი, ხელში ავტომატით და სიგარეტით მიმართავს ოპერატორს: – ნუ მიღებთ რა, მამაჩემთან არ ვეწევიო… ვფიქრობ, კომენტარი ზედმეტია, მაგრამ მაინც მინდა ვთქვა, რომ ეს ის შემთხვევაა, როცა მამამ იცის რომ შვილი სამშობლოსათვის თავს წირავს, თუმცა ეს თავგანწირვა მამაშვილობის ფაქიზი სიმების ჰარმონიას არ არღვევს. ყმაწვილი კაცი ილია ელოშვილია, მამა ცნობილი ქართველი ვაჟკაცი და სახელმწიფო მოღვაწე ომარ ელოშვილი. დღეს ილია მამისაკენ გაეშურა იმ მამაშვილობის ჰარმონიის აღსადგენად, მამის სიკვდილმა რომ დროებით დაარღვია. ვიცი, ბევრი ითქმება ილია ელოშვილის შესახებ. ახალი საქართველოს მშენებლობაში კახი კალაძესთან და თანაგუნდელებთან ერთად მისი ღირსეული წვლილის შესახებ, მაგრამ არ მინდა ის კადრი გამორჩეს ქართულ საზოგადოებას, რომელიც ვფიქრობ, სამუდამოდ უნდა გაჰყვეს საქართველოს მომავალ თაობებს, საკუთარი იდენტობის შესანარჩუნებლად”,- აცხადებს დათო მაღრაძე.

Cesko