“ქამარი შევიხსენი, რომ საჩუქრები შარვალში დამემალა… ცოტა ხანში კვარა, კიმი და დანარჩენები შემოვიდნენ…” – რას ყვება გულშემატკივარი, რომელიც “ნაპოლის” გასახდელში შეიპარა?

0
361
37 Views

იტალიაში მყოფი ქართველი ჟურნალისტი, ნინა მამუკაძე-სორდინი სოციალურ ქსელში იტალიელი გულშემატკივრის ისტორიას წერს.

პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“ვინც ერთხელ მაინც ყოფილა იტალიაში, სტადიონზე, იცის, როგორ მკაცრად მოწმდება ვინ, სად, როგორ და როდის შედის.

მიუხედავად ამისა, უდინეში, სადაც ნაპოლი ფაქტობრივი ჩემპიონი გახდა, ნეაპოლელი ფანი, სალვატორე, ფეხბურთელების გასახდელში ისე შეიპარა, ვერავინ ვერაფერი შეამჩნია.

ცრემლებამდე ვიცინე რომ ყვებოდა:

”ნი ვიჟუს” (ეს მე ვთარგმნე ასე) ეფექტი გამოვიყენე. მატჩი რომ დამთავრდა, ქვემოთ ჩავედი, ტელეფონიდან თავი არ ამიწევია, ჯიუტად მივდიოდი წინ. ასე მივადექი გასახდელს. გასახდელში რომ შევედი, ჯერ კიდევ არავინ იყო, ფეხბურთელები, ისევ მინდორზე ზეიმობდნენ. პირველი ლობოტკა შემოვიდა, მხოლოდ ტრუსები ეცვა, ხელში შარფი და მაისური ეჭირა, ვთხოვე მოეცა. მერე ქამარი ცოტა შევიხსენი, რომ საჩუქრები შარვალში დამემალა.ცოტა ხანში კვარა, კიმი და დანარჩენები შემოვიდნენ. ყველა ერთად მღეროდა, მეც მათთან ერთად ვხტუნაობდი, როგორც მათიანი, ისე აღვნიშნავდი გამარჯვებას. ვის რა მაისურს ვართმევდი აღარ ვიცი, თავი პატარა ბავშვი მეგონა ატრაქციონების პარკში, სანამ რაჰმანიმ არ შემამჩნია. მომიბრუნდა და სიცილით მითხრა – “შენ ვინ “კაცცო” ხარ”?!

დაცვამ გასასვლელისკენ წყნარად გამომაცილა. ერთი სურვილი მაქვს, რაჰმანი ვნახო და ვუთხრა, რომ მე ვიყავი”.

მიყვარან ნეაპოლელები”, – წერს ჟურნალისტი.

Cesko