14 წლის გოგონაზე მამა სექსუალურად 5 წლის განმავლობაში ძალადობდა – მეზობელი

0
1061
32 Views

სამეგრელოში, ერთ-ერთ სოფელში მომხდარი შემზარავი დანაშაულის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. სავარაუდო მოძალადის მეზობლის ინფორმაციით, მამა 14 წლის შვილზე სექსუალურად 5 წლის განმავლობაში ძალადობდა.

მისივე თქმით, მამა ძალადობის შესახებ ვინმესთვის ინფორმაციით მიწოდების შემთხვევაში, შვილს მოკვლით ემუქრებოდა.

„სიტყვასიტყვით ასე მითხრეს, მამამ გააუპატიურაო. ბავშვი განერვიულებულია, აღელვებულია, ასეთი ამბის როგორ იქნება. 5 წელია, რაც ეს ამბავი ხდებაო დედამ მითხრა. 8 წლის რომ იყო იმ დროიდან დაიწყო და ამ ხნის მანძილზე ბავშვი ამ ამბავს მალავდა, დაშენებული ჰყავდა მამას, ეუბნებოდა, რომ თუ მომხდარის შესახებ ვინმეს რამეს ეტყოდა, მოკლავდა“, – აცხადებს მეზობელი „ტვ პირველთან“ საუბარში.

კიდევ ერთი მეზობლის განცხადებით, სავარაუდო მოძალადეს ფსიქოლოგიური პრობლემები არ ჰქონია.

მომხდარის შესახებ დედამ მას შემდეგ გაიგო, რაც 14 წლის გოგონამ წერილის დაწერა გადაწყვიტა, რომელშიც წერდა, რომ მამის მიერ განხორციელებული ძალადობის გამო, თავის მოკვლას აპირებდა. წერილი დედამ იპოვა.

ამჟამად 14 წლის გოგო დედასთან ერთად პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში იმყოფება და ჩვენებას აძლევს.

სავარაუდო მოძალადე ამბის გახმაურების შემდეგ სოფლიდან გაიქცა. სამართალდამცველები მას მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ.

წყარო: https://pia.ge/

Cesko