“ევროკავშირი არასწორი მიმართულებით მიდის, უნდა გადავხედოთ შვედეთის წევრობას ამ კავშირში” – შვედეთის არჩევნებში გამარჯვებული პარტიის თავმჯდომარე

0
282
29 Views

შვედეთმა ევროკავშირთან ურთიერთობების გადახედვის ფარგლებში, 27-წევრიანი ბლოკის კანონების აღსრულებიდან მეტი გამონაკლისის მიღებაზე უნდა იმუშაოს. ამის შესახებ ქვეყნის სიდიდით მეორე პარტიის „შვედეთის დემოკრატების“ თავმჯდომარემ, ჯიმი აკესონმა განაცხადა.

როგორც “როიტერი” წერს, პოლიტიკოსმა ევროსკეპტიკოსების კრიტიკა გაიზიარა და განაცხადა, რომ ევროკავშირის მუდმივად მზარდი ძალაუფლება ნიშნავს, რომ „გერმანელი, პოლონელი ან ფრანგი პოლიტიკოსები წყვეტენ რომელი მანქანის ყიდვა შეგიძლიათ თქვენ, რამდენად ძვირი უნდა იყოს საწვავი და რომელი ხის მოჭრის ნებართვა გაქვთ თქვენსავე მიწაზე“.

აკესონს, რომლის ანტი-იმიგრაციულ პარტიას დიდი გავლენა აქვს შვედეთის მთავრობაში, Brexit-ის ანალოგიური Swexit-ისკენ მოწოდება არ გაუჟღერებია, თუმცა მან განაცხადა, რომ ევროკავშირი არასწორი მიმართულებით მიდის.

„დღეს გვაქვს მიზეზი გადავხედოთ ჩვენს წევრობას ამ კავშირში. მალე საყოველთაო არჩევნებს შვედეთში აღარ ექნება მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ბუნებრივია, ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, – აცხადებს პოლიტიკოსი.

ამასთან, აკესონი, რომლის პარტიამაც ბოლო არჩევნებში ხმათა 20,5% მიიღო, შიშობს, რომ ევროკავშირი შვედეთს უფრო ლიბერალური საიმიგრაციო პოლიტიკის მიღებას აიძულებს.

Cesko