28 Views
ჟურნალისტი და ტელეწამყვანი, თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში ძიძის შესახებ ისტორიას ჰყვება, რომელიც ბავშვებს ამერიკაში ყიდდა.
„დღეს დილით ჯგუფს ვეძებ (vedzeb) 2003 წელს ამერიკაში გაყიდული ქართველი გოგონა დაუკავშირდა. ეს გოგონა ბიოლოგიურ ოჯახს ეძებს. ოჯახი ვიპოვეთ და ახლა ამ ქალბატონს ვეძებთ.
ფოტოზე აღბეჭდილია ნინო მგალობლიშვილი. წლების განმავლობაში ქალბატონი ნინო დედამისთან ერთად მუხიანის ბინაში ბავშვებს გარკვეულ ასაკამდე ზრდიდა და შემდგომ ამ ბავშვებს ამერიკაში ყიდდნენ. თუ ვინმე იცნობთ ამ ქალბატონს, ძალიან გთხოვთ დამაკავშირეთ”,- წერს თამუნა მუსერიძე.