23 Views
თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატი ქემალ კილიჩდაროღლუ BBC-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ მას და თურქეთის მოქმედ პრეზიდენტ რეჯეფ ტაიფ ერდოღანს შორის დიდი განსხვავებაა.
ამასთან, კილიჩდაროღლუს თქმით, გაპრეზიდენტების შემთხვევაში ის პრიორიტეტს მიანიჭებს ურთიერთობებს დასავლეთთან და არა კრემლთან.
„ჩვენ გვინდა გავხდეთ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი. ჩვენ გვინდა თავისუფალი მედია და სასამართლოს სრული დამოუკიდებლობა. ერდოღანი ასე არ ფიქრობს. მას სურს იყოს უფრო ავტორიტარული. განსხვავება ჩვენსა და ერდოღანს შორის არის განსხვავება როგორც შავსა და თეთრს შორის“, – აცხადებს კილიჩდაროღლუ.