22 Views
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელარუსმა დაიწყო რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის მიღება რუსეთისგან.
მისი თქმით, რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღი სამჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე აშშ-ს მიერ 1945 წელს ჰიროსიმასა და ნაგასაკიში ჩამოგდებული ატომური ბომბი.
„ჩვენ გვაქვს რაკეტები და ბომბები, რომლებიც მივიღეთ რუსეთიდან. ბომბები სამჯერ უფრო მძლავრია, ვიდრე ჰიროსიმასა და ნაგასაკიში ჩამოგდებული ბომბები“, – აღნიშნავს ბელარუსის პრეზიდენტი.