301 Views
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს სამუშაო ვიზიტით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს ეწვევა და ლონდონში მეფე ჩარლზ III-ის კორონაციის ცერემონიას დაესწრება.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ასევე მიღებაში, რომელიც ბუკინგემის სასახლეში გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III-ისა და დედოფალ კონსორტის სახელით ცერემონიაზე მიწვეული უცხო ქვეყნის ლიდერების პატივსაცემად გაიმართება.





![“ის გადავარდა, გადაიჩეხა და გაიყინა – ის არ მოუკლავთ…” – მურმან დუმბაძე სანდრო გირგვლიანზე [ვიდეო]](https://split.spnews.io/wp-content/uploads/2022/12/დუმბაძე-100x70.png)