აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთმა ბირთვული იარაღი გამოიყენოს

0
229
23 Views

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სააგენტოს დირექტორმა, ევრილ ჰეინსმა განაცხადა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთმა ბირთვული იარაღი გამოიყენოს.

„ეს ნაკლებად სავარაუდოა. ეს არის ჩვენი ამჟამინდელი შეფასება“, – განუცხადა ეროვნული დაზვერვის დირექტორმა აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტს.

ბირთვული დაძაბულობა რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის გაიზარდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო.

რუსეთის პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის, გამოიყენოს თავისი ბირთვული არსენალი, საჭიროების შემთხვევაში, ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.

Cesko