დაჩი ცაგურია რადიკალებზე: ოთხ შვილს ვზრდით, პატარა ბავშვებს მიგინებენ იმის გამო, რომ აქციაზე ჩემი აზრი ვთქვი. ხელისუფლებაში რომ იყვნენ, შვილებთან ერთად დამხვრეტდნენ

0
272
15 Views

დგანან და აგინებენ ჩემს შვილებს. ოჯახს, მეუღლეს. წარმოიდგინეთ! ანგელოზივით შვილები მყავს, ოთხ შვილს ვზრდით და პატარა ბავშვებს მიგინებენ იმის გამო, რომ აქციაზე ჩემი აზრი ვთქვი, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ ყოფილმა პოლიტპატიმარმა, დაჩი ცაგურიამ რადიკალებზე საუბრისას განაცხადა.

„სამწუხაროდ, ისეთი საშინელი გინება წამოვიდა, უბრალოდ მე ასეთი რამ არ გამიგია – დგანან და აგინებენ ჩემს შვილებს. ოჯახს, მეუღლეს. წარმოიდგინეთ! ანგელოზივით შვილები მყავს, ოთხ შვილს ვზრდით და პატარა ბავშვებს მიგინებენ იმის გამო, რომ აქციაზე ვთქვი რაღაც ჩემი აზრი. ეს ხომ არაფერში წერია?! მათგან ეს არ მიკვირს. ის კი არა, მათ ახლა არ აქვთ ამის შესაძლებლობა, თორემ ჩემს შვილებთან ერთად დამხვრეტდნენ, მაგის ძალა რომ ჰქონდეთ და ხელისუფლებაში იყვნენ“, – აღნიშნა ცაგურიამ.

საუბრისას მან ციხის კადრები გაიხსენა, თუ როგორ ექცეოდა წინა ხელისუფლება პატიმრებს და აღნიშნა, რომ მას ძალიან უჭირს იმ სისასტიკეების დავიწყება, რასაც ისინი სჩადიოდნენ და რაც მათ ოჯახსაც შეეხო.

„ყოველი ამ ამბის გახსენების შემდეგ, გულწრფელად გეუბნებით, დღეები ცუდად ვარ და ძალიან მაწუხებს. მაშინაც ხომ განადგურებული ვიყავი, რაც ხდებოდა და განსაკუთრებით, დედაჩემისა და მამაჩემის ცემის გამო, როდესაც მე დამიჭირეს. ძალიან განვიცადე ეს და დღემდე დედაჩემს თვალებში ვერ ვუყურებ. ახლაც რომ ვიხსენებ, ძალიან ცუდად ვარ“, – აღნიშნა დაჩი ცაგურიამ.

Cesko