„დირექტორმა გამომიცხადა, რომ ასეთი ბავშვისთვის არ აქვს დრო და ადგილი!“ – რუსთავში 9 წლის შშმ გოგო საცურაო აუზზე არ დაუშვეს

0
280
24 Views

შშმ,  9 წლის ბავშვის დედა სოციალურ ქსელში წერს:

„ძალიან მინდა, ეს პოსტი დაიდოს!!! ისეთი გაბრაზებული… გაბრაზებული არა, უფრო ნაწყენი და ნატკენი ვარ, არ ვიცი როგორ გადმოგცეთ!!! აქვე მოვნიშნავდი(და ვინმემ კომენტარებში მომინიშნეთ თუ შეგიძლიათ) საცურაო აუზი „თოლია”… მოკლედ, ვარ დედა ულამაზესიი და უთბილესი 9 წლის გოგოსი, რომელიც მზესავით ანათებს, რომელსაც მამიკო 6 წელია ანგელოზად ყავს და რომელიც 9 წელია ერთი დეგენერატი ექიმის გამო, იბრძვის იმისთვის, რომ ფეხზე გაიაროს!!!! არ დავიწყებ იმის ჩამოთვლას დაბადებიდან დღემდე რა რთული და მძიმე დღეები გამოვიარეთ კლინიკებში თუ სარეაბილიტაციოო ცენტრებში! რამდენი დაკარგული იმედიდან აღვსდექით თავიდან, რამდენ უსამართლობას გავუსწორეთ თვალი… რამდენმა წრემ თუ კურსმა მოგვიხურა კარი – პასუხად: „ასეთ ბავშვს ვერ მივიღებთ!”… და ყველა ადგილიდან უსიტყვოდ მოვბრუნდი, მაგრამ დღეს იყო პიკი!!!!!  საცურაო აუზზე, სადაც მივედი, კერძო ინსტრუქტორს ველაპარაკე, შევთანხმდით დროზე და თანხაზეც!!! ვიღებდი აბონიმენტს… და ზე ემოციებით გამოვდიოდი დირექტორმა გამომიცხადა, რომ ასეთი ბავშვისთვის არ აქვს დრო და ადგილი!!!  და რომ არ აინტერესებს ვის ვესაუბრე და ხმას თუ არ დავუწევ, თურმე იმხელა ხმაა აქვს, რუსთავის ბოლოში გაიგებენ!!! გესმით ეს რას ნიშნაავს?! გესმით რა დამოკიდებულებით გვაბრუნებენ უკან?! ქალბატონო ნინო ლაცაბიძე, ეს პოსტი არ გატარდეს რეაგირების გარეშე! ასეთი ადამიანი არ უნდა იყოს მაქსიმუმ დირექტორი კი არა, საერთოდ შვილიც თუ ყავს მეეჭვება!!!! დღეს ჩემი გამოსვლა თქვენი აუზიდან ასე არ დამთავრებულა, ბატონო. არც ვიცი რა, გქვიათ, მაგრამ გეუბნებით საჯაროდ, არაადამიანი ბრძანდებით!!! ჩვენ სხვაგანაც ვიცურავებთ, მაგრამ თქვენ ადამიანი ვერასდროს გახდებით!!!”.

Cesko