რაში სჭირდება “ვივამედს” ეს ტყუილები, ამოიღონ კადრები – სააკაშვილი კლინიკას

May 4, 16:39
0
173

მიხეილ სააკაშვილი ვივა მედის კლინიკურ დირექტორს, ზურაბ ჩხაიძე პასუხობს და წერს, რომ ის იტყუება. მესამე პრეზიდენტის ინფორმაციით, გონების კარგვის დროს, მასთან პალატაში იმყოფებოდა ექთანი და პენიტენციურის თანამშრომლები. მესამე პრეზიდენტი კლინიკას მოუწოდებს, ამოიღოს ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერები:

“ვადასტურებ, რომ გუშინ პალატაში გადაადგილების დროს დავეცი, დავკარგე გონება და თავი დავარტყი რკინის მაგიდას.
ჩემთვის გაუგებარია რაში სჭირდება კლინიკის დირექტორს ეს ტყუილები. ჩემს პალატაში იყო ექთანი – ქალბატონი ნინო და პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებიც, რომლებიც მასულიერებდნენ. სამწუხაროდ, წონასწორობის დაჭერა სულ უფრო მიჭირს.
ყველა მხრიდან მიღებენ და ამოიღონ კადრები გუშინ 13-14 საათს შორის, სადაც ყველაფერია დაფიქსირებული.
გარდა ამისა, კუნთების ატროფიისა და ბევრი სხვა მიზეზის გამო, მაქვს აუტანელი ტკივილები, რის გამოც გუშინ კლინიკა იძულებული გახდა სასწრაფოდ გამოეძახებინა ტკივილის ცენტრის სპეციალისტი.” ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, გუშინ მან ორჯერ დაკარგა გონება და თავი დაარტყა რკინის მაგიდას ინფორმაციას უარყოფს “ვივა მედის” კლინიკური დირექტორი. ჩხაიძე ამბობს რომ “ლუქს” პალატაში რკინის მაგიდა არ დგას.

Cesko