ნანა კაკაბაძე: საქართველოს მოსახლეობის 89 პროცენტი დასავლეთის მომხრე რომ არ არის, ყველამ ვიცით!

0
242
17 Views

მიუხედავად იმისარომ 2024 წლის არჩევნებამდე წელიწადნახევარი დარჩაშეიძლება ითქვასრომ IRI- ბოლო კვლევის შედეგების ამგვარად წარმოჩენით სტარტი მისცა აღქმების ფაქტად გადაქცევის გრძელ მარათონს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის ახალი კვლევის თანახმადევროკავშირში საქართველოს გაწევრებას მტკიცე მხარდაჭერა აქვს _ გამოკითხულთა 89% სრულად ან მეტნაკლებად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაერთიანებასეს მხარდაჭერა წინა კვლევის მონაცემთან შედარებით 4%-ით  გაზრდილია და ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს.  ამასთანავესაქართველოს მოქალაქეები მხარს არ უჭერენ ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების ყოფნას _  გამოკითხულთა 79% წინააღმდეგიარუსებს ჰქონდეთ ბიზნესის რეგისტრაციისქონების შეძენის ან საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლებაგამოკითხულთა 75% მხარს უჭერს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციასგარდა ამისა, 62% ამბობსრომ მაინც დაუჭერდა მხარს ევროინტეგრაციასთუ ეს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის გაწყვეტას გამოიწვევდა.

IRI-ის კვლევის შედეგებსა და მიზანზე ადამიანის უფლებათა დამცველი ნანა კაკაბაძე გვესაუბრება:

_ საქართველოს მოსახლეობის 89 პროცენტი დასავლეთის მომხრე რომ არ არის, ყველამ ვიცით. როდესაც დასავლეთისადმი ქართველების პატივისცემის პიკი იყო და სააკაშვილმა პლებისციტი ჩაატარა, მაშინ არ ჰქონდა ამხელა მხარდაჭერა დასავლეთისკენ სწრაფვას, საჭირო იყო მონაცემის გაყალბება და ამ გაყალბებულშიც კი 68 პროცენტი ძლივს დასვეს. დღეს, როდესაც დასავლეთის ქმედებები გამარგინალებულია, დანგრეულია მითი დასავლელი პოლიტიკოსების სიწმინდის შესახებ და ყველამ იცის, რომ იქ კორუფცია მძვინვარებს, წარმოუდგენელია, საქართველოს მოსახლეობის 89 პროცენტს სურდეს დასავლეთთან ინტეგრაცია.

ის რეალური პროცენტიც, რომელიც შეიძლება იყოს თუნდაც 30, იმ პიარკამპანიისა  და დიდძალი ფულის შედეგია, რომელიც  დასავლეთმა ჩადო ქართველთა ტვინების გამორეცხვაში.  ხალხს გაცნობიერებული არ აქვს, რას მოუტანს საქართველოს ევროკავშირში გაწევრება. არ შეიძლება, სადღაც თავქუდმოგლეჯილი გარბოდე და არ იცოდე, რა გელოდება, რას მოგიტანს ეს, რა საფრთხეებს შეგიქმნის. ეს პროპაგანდის ბრალია.

საქართველოს მოსახლეობისთვის, ევროკავშირისკენ სწრაფვა კი არა, მიმდინარე პროცესებია საშიში, რადგან ჩვენი მართვა ადვილია, მივდივართ იქ, სადაც, შესაძლოა, სიკვდილი გველის.

საქართველოს პრემიერი გამუდმებით იმაზე საუბრობსრომ საქართველოს გზა ევროკავშირისკენ მიდის და რომ ამ გზას ალტერნატივა არ აქვსამის შესახებ კონსტიტუციაშიც კი ჩავწერეთ

_ ხელისუფლების წარმომადგენლებმა, განსაკუთრებით _ მთავრობის მეთაურმა, რომ თქვას, რომ ევროპა არ გვინდა, ამის არგუმენტიც უნდა მოიყვანოს. ამის თქმას უნდა დიდი ვაჟკაცობა და არგუმენტების დადება, ფაქტებით საუბარი, გამოძიება… კვლევა გაყალბებულია, ამის დამტკიცებას კი სერიოზული მუშაობა სჭირდება.

რისთვის სჭირდებათ ამერიკელ მკვლევარებს მონაცემების გაყალბება?

_ მთავარი ის კი არ არის, რომ ორიოდე თვეში საზოგადოებრივი განწყობის ასეთი მკვეთრი მეტამორფოზის არავითარი რეალური საფუძველი არ არსებობს, არამედ ის, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის რეიტინგების დაახლოების ტენდენციით საზოგადოებაში ცდილობენდანერგონ აღქმარომ “ნაცმოძრაობა” არათუ მომაკვდავიარამედ აღმავალი ძალის მქონე პარტიაა და ეს აღქმა საზოგადოების თვალში თანდათან ფაქტად უნდა გადაიქცეს.

მიუხედავად იმისარომ 2024 წლის არჩევნებამდე წელიწადნახევარი დარჩაშეიძლება ითქვასრომ IRI- ბოლო კვლევის შედეგების ამგვარად წარმოჩენით სტარტი მისცა აღქმების ფაქტად ქცევის გრძელ მარათონს.

უნდა ვივარაუდოთ, რომ მომავალში ამერიკელების ყველა კვლევაში, ეს დისტანცია ნაცებსა და ქოცებს შორის იგივე დარჩება ან კიდევ უფრო შემცირდება, ხოლო ამის მთავარი მიზანი იქნება ისევ რევოლუციური ვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა. როდესაც ასეთი აღქმებით “დაბოლებული” ხალხი 2024 წლის არჩევნების შედეგებით დაინახავს, რომ ხელისუფლებამ ნაცებთან შედარებით არა 4-5%-ით, არამედ 25-30%-ით მეტი ხმა მიიღო, ჩაირთვება ტრადიციული მექანიზმი: _ „გაყალბებულია!“ „გაყალბებულია!“ და მოწოდება, “დავიცვათ  საკუთარი ხმები”, გამოვიდეთ  ქუჩაში და „გამყალბებლები“ გავყაროთ ხელისუფლებიდან.

რეალურად ნაცებს 150-200 ათასმა ამომრჩეველმაც რომ დაუჭიროს მხარიეს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა მხოლოდ 6-8%-იამაგრამ ამ მომენტისთვის უკვე შექმნილი იქნება აღქმებირომ ამხელა სხვაობისთვის ხელისუფლებას მხოლოდ გაყალბებით შეეძლო მიეღწიათორემ გამოკითხვები ხომ სხვას აჩვენებდა?!

„გაყალბებაში“ დარწმუნებული მასის მეოთხედიც რომ გამოვიდეს „გამყალბებლების“ წინააღმდეგ გამართულ პერმანენტულ საპროტესტო აქციებზე და თუ ამას დაემატება დანარჩენი პარტიების მომხრეებიც, რომლებიც საერთოდ ვერ გადალახავენ საარჩევნო ბარიერს, იმედოვნებენ, რომ  მიიღებენ  ტყუილზე დაფუძნებულ იმ კრიტიკულ  მასას, რომელიც საკმარისია რევოლუციური ვითარების შესაქმნელად.

მართალიაეს სცენარი ახალი არ არის და მის რეალიზაციას ნაცები ყველა არჩევნებში დამარცხების შემდეგ ცდილობდნენმაგრამ ამ ყველაფერს რეალიზაციის საშუალებას არ აძლევდა არჩევნებზე დამსწრე საერთაშორისო დამკვირვებლების პოზიციებიამჯერადროდესაც მსოფლიოს  გავლენიანი წრეები ასე მწვავედ უპირისპირდებიან საქართველოს ხელისუფლებასდიდი ალბათობაა იმისარომ მათ არჩევნები არ შეაფასონ დემოკრატიულად ჩატარებულად და ამით კარტბლანში მისცენ სახელმწიფო გადატრიალების მონაწილეებსსამწუხაროდ, ასეთი პერსპექტივის შექმნის მცდელობის ლოგიკა აშკარად ჩანს საზოგადოებრივი აზრის კვლევის გაყალბებული შედეგების გამოქვეყნებაში. ამ კვლევის შედეგებში იმდენად ტექსტი არ არის მნიშვნელოვანი, რამდენადაც ქვეტექსტი და ამ კვლევის შემკვეთთა სურვილები.

საფრთხე რეალურია და არა მხოლოდ ხელისუფლებამარამედ ქართველი საზოგადოების ჯანსაღმა ნაწილმა აქედანვე უნდა იფიქროს მოსალოდნელი სახელმწიფო გადატრიალების გეგმების საწინააღმდეგო გზებისა და მეთოდების შემუშავებაზერათა მერე გვიანი არ იყოს.

_ IRI –ის კვლევაში წერიარომ ქართველი ხალხის საკმაოდ დიდ ნაწილს არ სურს რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება თუნდაც ეკონომიკური კუთხით

_ ამაში რუსეთია დამნაშავე, ისინი საქართველოში არ მუშაობენ. ვერავინ დამისახელებს ისეთ ორგანიზაციას, რომელსაც რუსეთი აფინანსებს. თუ ვინმე ფინანსდება, ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რასაც აქ ევროპა ფულს ხარჯავს… ადამიანის ფსიქიკაზე პროპაგანდა მოქმედებს, რომელიც გათვლილია სუსტი ფსიქიკის ადამიანებზე. ამას აკეთებს IRI, მაგრამ ამას არ აკეთებს რუსეთი. გვეუბნებიან, რომ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ, მაგრამ ტელევიზიებსაც კი გვითიშავენ,  მართალი აზრი რომ ვერ გავიგოთ; გვაიძულებენ, ვუყუროთ და ვუსმინოთ იმას, რასაც თვითონ გადაწყვეტენ. კონსტიტუციით, უფლება მაქვს, ხელისუფლება ავირჩიო და იმის უფლება არ მაქვს, რასაც მინდა, იმას ვუყურო ტელევიზიით?! ქართველებს ყველაფერი გვეკრძალება, ჩვენ არ გვაქვს ცუდისა და კარგის გარჩევის საშუალება. რუსეთი ცუდია, ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია _ ეს გასაგებია, მაგრამ დღეს წვდომა რომ არ მაქვს ინფორმაციაზე და ეს დასავლეთის ბრალია, ვიცი, ამიტომ დასავლეთი ცუდია.

_ IRI-ის კვლევის თანახმადსაკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვს გახარიასა და ხაზარაძის პარტიებსპოლიტიკოსები ამბობენკოალიციური მთავრობა უნდა შეიქმნასო

_ ე.წ. ოპოზიციონერები ერთნი არიან. დესტრუქციული ძალები ყველაფერზე წავლენ. კოალიციური მთავრობა თუ შედგა, ეს საქართველოს დააქცევს. საქართველო არის მსოფლიო პოლიტიკის ნაწილი, ჩვენ დამოუკიდებლად ვერ ვმართავთ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკას… მსოფლიოში იცვლება ყველაფერი და ამ პროცესებს თვალყურს ვადევნებთ, ეს იმედის მომცემი პროცესებია. აუცილებლად შეიცვლება ვითარება და განადგურდება ფაშიზმის გადმონაშთები, რომლებსაც 30 წლის განმავლობაში ააქტიურდებდნენ. სწორედ ამ მიმდინარე პროცესებმა იქონია გავლენა ჩვენს ხელისუფლებაზე _  ფრთხილად, მაგრამ წინააღმდეგობას მაინც უწევენ დასავლეთს.თუ ჩვენს ქვეყანას გადარჩენა უწერიაიმის დამსახურება იქნებარომ მსოფლიო პოლიტიკა იცვლებალიბერალების დასასრული ახლოვდებაამას ამერიკელებიც გრძნობენაცნობიერებენრომ ახლა ლიბერალების დასასრულის დასაწყისია და ეს ყველაფერი 2024 წელს უფრო ნათლად გამოჩნდება.

პროცესები ქართველი  ხალხის სასარგებლოდ ვითარდება. იმედი მაქვს, ჩვენს ქვეყანაში ვეღარავინ შეძლებს, საელჩოში გადაწყვიტოს ქართველი ხალხის ბედი. ჩვენ კოლონია აღარ ვიქნებით, როგორც ამას კელი დეგნანი გვეუბნება; ვეღარ შეძლებს, გვითხრას: ფული ჩემია და მუსიკასაც მე ვუკვეთავო…

ამერიკას ევროპაც დამორჩილებული ჰყავს, იმაზე მეტად ვიდრე ჩვენ, მაგრამ მსოფლიო იცვლება. რუსეთი ძალიან დიდი გაერთიანების შექმნას გეგმავს, ამიტომ ევროპა შეიძლება რუსეთის მიერ შექმნილი კოალიციის დაქვემდებარებაში აღმოჩნდეს. თქვენ რომ ამბობთ, ღარიბაშვილი ევროპისკენ მიდისო, იქნებ ის ევროპაც და ჩვენც ერთად აღმოვჩნდეთ რუსეთის მიერ შექმნილ კოალიციაში. ასეთ შემთხვევაში ევროპა საშიში აღარ იქნება და მისაღები გახდება ჩვენთვის. მსოფლიოში ვითარება რუსეთის სასარგებლოდ იცვლება _ ეს რეალობაა. ღარიბაშვილი რომ ამბობს, დასავლეთისკენ მივდივართო, სულაც არ ნიშნავს ამერიკისკენ სწრაფვას, არც იმ ევროპისკენ, რომელიც დღეს არის…

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

წყარო: “საქართველო და მსოფლიო”

Cesko