ილია მეორე სამძიმრის წერილს ავრცელებს

April 27, 13:34
0
747

არქიმანდრიტ საბა ჟღენტის გარდაცვალების გამო პატრიარქი სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

“მის მაღალ ყოვლადუსამღვდელოესობას მროველ-ურბნელ მიტროპოლიტ იობს (აქიაშვილი) დიდად ვწუხვართ სქემ-არქიმანდრიტ საბას (ჟღენტი) გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ ყველას, ვისთვისაც ძვირფასი იყო და არის ეს პიროვნება. მან სასულიერო ცხოვრების წესი გასული საუკუნის 90-იან წლებში აირჩია და დაუღალავად იღვაწა; არაერთი ეკლესია ააშენა და მრავალი კეთილი საქმე აღასრულა. ღმერთმა აცხონოს სქემ-არქიმანდრიტ საბას უკვდავი სული და სავანე მართალთა დაუმკვიდროს, ამინ!”, – აღნიშნულია პატრიარქის სამძიმრის ტექსტში, რომელსაც საპატრიარქო აქვეყნებს.

Cesko