როგორც ცნობილია, თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ტაქსებთან დაკავშირებულ სიახლეზე ისაუბრა.
ამ თემას ეხმაურება პუბლიცისტი მაია დვალიძე:
შეიძლება ყველაფერში დააპირისპირო ადამიანები?
შეიძლება ყველაფერში მოახერხო “სეგრეგაცია” და “პოლარიზაცია”?????
“ქართულო ოცნება”-ვ, რანაირად ახერხებთ ამას?
რა ნიჭი გაქვთ ასეთი, გასაოცარი?!
რას ნიშნავს:
“A კატეგორიის იმ ტაქსებს, რომელთა ავტომობილის ასაკი არ აღემატება 10 წელს, 1-ელი ივნისიდან ავტობუსის ზოლში მოძრაობა შეეძლებათ”???
პირობითად, თუ 10 წლის და 1 თვისაა მანქანა, “ზანგია”?!
რატომ ექცევით ხალხს პირუტყვებივით????
რას ნიშნავს:
“შემოვიღეთ ე.წ. სტიკერები,
ეს ე.წ. ს ტ ი კ ე რ ი იქნება იმის მანიშნებელი, რომ ტაქსი დაშვებულია ავტობუსის ზოლში.”
ბარემ “დავითის ვარსკვლავი” გამოსახეთ მაგ სტიკერებზე!!!
შეიძლება, ადამიანების ყველაფერში “კატეგორიებად” დაყოფა?!
მომვარდებიან ახლა ისევ, კალა კაია, ყველაფერში ცუდს რატომ ხედავო….
პ.ს ესე იგი, ვისაც 10 წელზე მეტი წლოვანების ჰყავს მანქანა, ტექნიკურად, უპირობოდ, უფრო ნაკლები შანსი ექნება მგზავრის აყვანის, ხომ? კიდევ უფრო გავშალო, ეს რას ნიშნავს????
მაია დვალიძე, პუბლიცისტი; სოციალური ქსელი