“სასწრაფოდ გათავისუფლდნენ დაკავებულები, მათ შორის ჯაფარიძე, რომელსაც სცემეს” – ALDE

0
385
22 Views

“სასწრაფოდ გათავისუფლდნენ დაკავებულები, მათ შორის ზურაბ ჯაფარიძე, რომელსაც სცემეს” – ამის შესახებ ALDE-სა და ლიბერალური ინტერნაციონალის ერთობლივ განცხადებაშია საუბარი, რომელიც საქართველოში მომიტინგეების მიმართ ძალადობის შესახებ გაავრცელეს.

ჩვენი მოწოდებაა, სასწრაფოდ გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციების დროს დაკავებულები, მათ შორის ჩვენი წევრი პარტიის, “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც დააკავეს, პატიმრობაში სცემეს და რომელიც საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, თავი შეიკავოს შემდგომი ძალადობისგან და პატივი სცეს პროტესტის უფლებას, – წერია განცხადებაში

Cesko