90 მუმიაზე ჩატარებულმა დნმ-ის ანალიზმა გერმანელი მეცნიერები შოკში ჩააგდო

0
451
25 Views

მაქს პლენკის ინსტიტუტისა (Max Planck Institute for the Science of Human History) და ტიუბინგენის უნივერსიტეტის (University of Tuebingen) გერმანელმა მეცნიერებმა ნაწილობრივ აღადგინეს 90 ეგვიპტური მუმიის გენომი, რომელთა ასაკი 1500-დან 3500 წლამდე მერყეობდა. გულდასმით გამოიკვლიეს და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ უძველესი ეგვიპტელები არ იყვნენ აფრიკელები. ისინი წარმოშობით სამხრეთ ევროპიდან იყვნენ და ამასთან, იმ ადგილებიდან, სადაც დღეს მდებარეობს თურქეთი, ისრაელი, იორდანია, სირია, ლიბანი და საქართველო.

უფრო ადრე ანალოგიური კვლევა განახორციელეს ბიოლოგებმა iGENEA გენეალოგიური კვლევითი ცენტრიდან, რომელიც ციურიხში მდებარეობს. მათ ანალიზი ჩაუტარეს მხოლოდ ერთი მუმიიდან აღებულ გენეტიკურ მასალას, თუმცა ეს თავად ფარაონი ტუტანჰამონი იყო. მისი დნმ აიღეს ძვლოვანი ქსოვილიდან – კონკეტულად, მარცხენა მხრიდან და მარცხენა ფეხიდან.

iGENEA -ს სპეციალისტებმა ბიჭუნა-ფარაონის და თანამედროვე ევროპელების გენომი შეადარეს ერთმანეთს. როგორც აღმოჩნდა ბევრი მათგანი ტუტანჰამონის ნათესავია – საშუალოდ ევროპელ მამაკაცთა ნახევარი. ზოგიერთ ქვეყანაში კი მათი რიცხვი 60 – 70% აღწევს – მაგალითად, ესპანეთსა და საფრანგეთში.

დნმ-ს ადარებდნენ ე.წ. ჰაპლოჯგუფების მიხედვით – დნმ-ის ფრაგმენტების ნაკრები, რომელიც თაობიდან თაობაზე გადადის და ინახება ჰაპლოჯგუფში R1b1a2 სახელით.

მეცნიერები ხაზგასმით ამბობენ, რომ ტუტანჰამონის R1b1a2, რომელიც ევროპელ მამაკაცებშია გავრცელებული, ძალიან იშვიათად გვხვდება თანამედროვე ეგვიპტელებში – მათი წილი არ აღემატება 1%-ს.

– არ ფიქრობთ, საოცარია ის ფაქტი, რომ ტუტანჰამონი გენეტიკურად ევროპელია, – ამბობს რომან შოლცი (Roman Scholz) iGENEA ცენტრის დირექტორი.

გერმანელმა და შვეიცარიელმა მეცნიერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ თანამედროვე ეგვიპტელები, საერთო ჯამში, არ არიან ფარაონების შთამომავლები – სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ საერთო არაფერი გააჩნიათ უძველესს მმართველებთან.

– მიმაჩნია, რომ ეგვიპტელი მმართველებისა და ევროპელების საერთო წინაპარი კავკასიაში ცხოვრობდა, დაახლოებით 9500 წლის წინ – ამბობს შოლცი. – დაახლოებით 7 000 წლის წინ მისი პირდაპირი შთამომავლები ევროპაში დასახლდნენ. ზოგიერთებმა კი ეგვიპტეს მიაღწიეს და ფარაონები გახდნენ. გამოდის რომ თავად ტუტანჰამონი და მისი წინაპრები კავკასიელები იყვნენ.

– სხვათა შორის, დრო გაივლის და ისინი გაცოცხლდებიან… ისე როგორც მათ სურდათ. პოლეოგენეტიკოსმა იოჰანეს კრაუზემ (Johannes Krause), ტიუბინგენის უნივერსიტეტიდან, განაცხადა ჟურნალში Nature Communications, რომ 151-დან სამი მუმიის გენომი, რომელზეც გერმანელი მკვლევარები მუშაობდნენ, სრულად აღადგინეს. მათი დნმ კარგად იყო შემონახული, მიუხედავად ცხელი ეგვიპტური კლიმატის, იმ ადგილის მაღალი ტენიანობისა, სადაც ხდებოდა მათი დაკრძალვა და ბალზამირებისთვის გამოყენებული ქიმიური ნივთიერებებისა.

გენომის აღდგენა, თუნდაც შორეულ პერსპექტივაში, ნიშნავს მისი მფლობელის აღდგენას კლონირების მეშვეობით. რაც საკმაოდ დააკმაყოფილებდა ძველ ეგვიპტელებს, რომლები იმედოვნებდნენ, რომ ოდესმე როგორღაც მკვდრეთით აღსდგებოდნენე. სწორედ ამის გამო ხდებოდა მათი მუმიფიცირება. თითქოს მათ წინასწარ განჭვრიტეს, რომ ძვლისა და სხეულის ნარჩენები სამომავლოდ გამოადგებოდათ.

Cesko