ევროკომისია უკრაინიდან ზეთის იმპორტის აკრძალვაზე შეთანხმდა – მედია

0
524
27 Views

ევროპის კომისიამ უკრაინიდან მზესუმზირის ზეთის იმპორტის აკრძალვაზე თანხმობა განაცხადა, თუმცა, მხარი დაუჭირა მასზე ტრანზიტის შენარჩუნების. ამის შესახებ ინფორმაციას RMF24 ავრცელებს პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრ რობერტ ტელუსის განცხადებაზე დაყრდნობით.

„ჩვენ უარს არ ვიტყვით ჩვენს ქმედებებზე, თუ არ მივიღებთ შესაბამის ინსტრუმენტებს, რომლებიც გარანტიას მოგვცემს, რომ პოლონელი ფერმერები იქნებიან უსაფრთხოდ, როცა საქმე ეხება ვაჭრობასთან, უკრაინიდან პოლონეთში საქონლის შემოდინებასთან დაკავშირებულ საკითხებს“, – განაცხადა ტელუსმა ევროკომისრებთან მოლაპარაკებების შემდეგ.
მისივე თქმით, პოლონური მხარე ჯერ კიდევ აწარმოებს მოლაპარაკებებს ფქვილის, თაფლის, შაქრის, გაყინული ხილის, კვერცხის, ხორცის (განსაკუთრებით ფრინველის), რძის, რძის პროდუქტებისა და ვაშლის წვენის იმპორტის აკრძალვის თაობაზე.

ევროკომისარი სოფლის მეურნეობის საკითხებში იანუშ ვოიჩეჩოვსკმა კი პოლონეთის ხელისუფლებას ევროკავშირთან კომპრომისებზე წასვლისკენ მოუწოდა.

„პოლონეთისთვის დიდი მიღწევა იქნებოდა, თუ ევროკავშირის დონეზე მივა ამ პრობლემის გადაწყვეტის საკითხი“, – აღნიშნა მან.
15 აპრილს ცნობილი გახდა, რომ პოლონეთმა უკრაინიდან მარცვლეულისა და სხვა საკვები პროდუქტების იმპორტი აკრძალა და ასევე, გადაწყვიტა ტრანზიტის აკრძალვაც.

ამასთან, Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ევროკავშირი უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე შეზღუდვის შემოღებას აპირებდა. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ადგილობრივ ფერმერებს იაფ უკრაინულ მარცვლეულთან კონკურენცია უწევდათ, რაც მათი მოსავლის ფასსაც აგდებდა.

ამას წინ უძღოდა პოლონეთის, უნგრეთის და სლოვაკეთის მხრიდან უკრაინიდან მარცვლეულისა და სხვა საკვები პროდუქტების იმპორტზე შეზღუდვა დაწესება.

ცნობისთვის, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირმა უკრაინული მარცვლეულის ტრანზიტზე ყველანაირი ტარიფი და კვოტები მოხსნა. არსებული ინფორმაციით, პოლონელმა, რუმინელმა, უნგრელმა, ბულგარელმა და სლოვაკმა ფერმერებმა მათ ბაზრებზე უკრაინული მარცვლეულის შემოდინების გამო 417 მილიონი ევრო დაკარგეს.

Cesko