ლაშა ტალახაძე ქოცია, შესაბამისად არაფერი გასახარი და მისალოცი მის ჩემპიონობაში არ არის – ილიაუნის ლექტორი

April 24, 16:14
0
1155

ერევანში მიმდინარე ძალოსანთა სალიცენზიო ევროპის ჩემპიონატზე +109 კგ. წონით კატეგორიაში 2 ქართველი ძალოსანი გამოვიდა.

ლაშა ტალახაძემ როგორც მოსალოდნელი იყო, ატაცში ბრწყინვალედ იასპარეზა და 210/217/222 კილოგრამის დაძლევით ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ქართველი ძალოსანის წარმატებას სოციალურ ქსელში ბევრი დადებითი კომენტარი და გამოხმაურება მოჰყვა. თუმცა გამოჩდნენ კრიტიკოსებიც.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი გიორგი ტაბატაძე წერს, რომ ტალახაძე ქოცია და გასახარიც არაფერია.

„პოლიტიკა და სპორტი ერთი და იგივეა, ლაშა ტალახაძე კი ქოცია, ქოცი კი რუსია, შესაბამისად არაფერი გასახარი და მისალოცი მის ჩემპიონობაში არ არის.“- წერს გიორგი ტაბატაძე.

Cesko