რის გამო დაწვეს 59 წლის კაცი ცოცხლად მუხიანში – შემზარავი მკვლელობის კვალი ნარკოტიკებით ვაჭრობამდე მიდის. საუბარია, 22 მარტს მომხდარ სასტიკ მკვლელობაზე, როცა რამაზ ბასილაძე საკუთარ სადარბაზოში დაანაწევრეს – ჯერ დანით 15 ჭრილობა მიაყენეს, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით ლიფტის კაბინაში შეაგდეს და ცეცხლი წაუკიდეს.
სადისტური მკვლელობის სავარაუდო დროდ პოლიციამ დილის 9 საათი დაასახელა, რადგან მოწმეებმა ჩვენებაში თქვეს, რომ 10 წუთით ადრე ლიფტი მუშაობდა და იქ არც ცხედარი ყოფილა.
მკვლელობაში ბრალდებულმა 39 წლის კაცმა, რომელიც ბასილაძის კარის მეზობელია, დანაშაული აღიარა. მეზობლები ამბობენ, რომ ემინ ალიევი პოლიციის მოსვლისას სხვა მეზობლებთან ერთად, ეზოში იყო და მოვლენებს აკვირდებოდა.
ის სავარაუდოდ სხვა მეზობლებთან ერთად პოლიციაში გამოკითხვისთვის გადაიყვანეს, თუმცა 40 წლამდე კაცმა განყოფილებაში შესვლისთანავე შოკისმომგვრელი დეტალები მოჰყვა.
“ჩვენს შორის დილით დაპირისპირება მოხდა, ამიტომ მე სახლიდან ავიღე დანა და ბენზინით სავსე ბოთლი. გავედი სადარბაზოში და დავინახე, რომ რამაზი ლიფტში შევიდა. მე კიბეებით ჩავირბინე და ლიფტს პირველ სართულზე ჩავასწარი, როდესაც კარი გაიღო რამაზს დანით მივაყენე ჭრილობები. ის მაშინვე ჩაიკეცა ისე, რომ წინააღმდეგობაც კი არ გაუწევია, როდესაც წაიქცა, მივასხი ბენზინი ბოთლით და სანთებელას გამოყენებით მოვუკიდე ცეცხლი, შემდეგ ლიფტის ღილაკს მივაჭირე ხელი და წამოვედი სახლში. მკვლელობის დროს მე ხელის მტევანი დამიზიანდა, ამიტომ დავიბანე ხელებიც “- წერია მკვლელობაში ბრალდებულის აღიარებით ჩვენებაში.
სადისტური მკვლელობის მოტივად ემინ ალიევი ფსიქოლოგიური ზეწოლა დაასახელა. დაკავებული ირწმუნება, რომ მეზობელი მას წლების განმავლობაში ამცირებდა. დაკავებულის მტკიცებით, მოკლულმა მას შეურაცხყოფა 22 მარტის დილასაც მიაყენა და “ძალად კაცი უწოდა”.
გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში დაკავებული რამაზ ბასილაძესთან წლების განმავლობაში არსებული კონფლიქტის მოტივად ნარკოტიკებს ასახელებს. ირწმუნება რომ მოკლული კაცი ნარკორეალიზატორი იყო და მას წამლის გაკეთებას აიძულებდა.
“ის იყო ე.წ „ბარიგა”, მუდმივად ცდილობდა, ჩემთან შემოსულიყო ურთიერთობაში, მაგრამ მე მას ახლოს არ ვიკარებდი. ერთხელ მკითხა, ვიკეთებდი თუ არა ნარკოტიკს, რაზეც ვუთხარი, რომ არა! ამის გამო ის ყოველთვის აგდებულად მესაუბრებოდა და შეურაცხმყოფელი საუბრით ცდილობდა ჩემს დათრგუნვას, ამბობდა, რომ არ ვიყავი კაცი, რადგან ნარკოტიკს არ ვიკეთებდი. რამდენჯერმე მითხრა ისიც, რომ უკნიდან მომეპარებოდა და გამიკეთებდა ნარკოტიკს. მე ვერ ვხვდებოდი თუ რა უნდოდა ჩემთან. ჩვენი კონფლიქტი წლების განმავლობაში გრძელდებოდა. რამდენჯერმე დედაც შემაგინა, მე ვფიქრობდი, რომ მეცემა, მაგრამ არ ვცემე, რადგან შემეშინდა, რომ პოლიციაში მიჩივლებდა და დამიჭერდა”- ამბობს ბრალდებული.
ეს ვერსია მოკლულის ოჯახისთვის კატეგორიულად მიუღებელია – რამაზ ბასილაძის დედა ადასტურებს, რომ მისი შვილი მეტადონით ჩანაცვლების პროგრამის ბენეფიციარი იყო, თუმცა ნარკოტიკების ვაჭრობასთან კავშირი არასდროს ჰქონია.
ქალი ნარკოდილერობაში თავად ბრალდებულს ადანაშაულებს. ამტკიცებს რომ დაკავებული წლებია რეალიზატორია. ეს პოლიციამაც იცოდა, თუმცა მას ხელშეუხებლობის გარანტია ჰქონდა.
„ფორმულა”