სალონიკში პოლიციის თანამშრომლებმა არალეგალი ემიგრანტების ტრეფიკინგის საქმეზე 51 წლის ქართველი დააკავეს

0
270
36 Views

სალონიკში პოლიციის თანამშრომლებმა არალეგალი ემიგრანტების ტრეფიკინგის საქმეზე 51 წლის ქართველი დააკავეს, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

სამართალდამცველებმა კავალა-თესალონიკის ძველ გზატკეცილზე გააჩერეს სატვირთო მანქანა, რომელსაც საქართველოს მოქალაქე მართავდა. სატვირთოს შემოწმებისას მანქანაში აღმოჩნდა ექვსი უცხოელი სირიიდან, რომლებსაც არ ჰქონდათ დოკუმენტები.

ბერძნული მედიის თანახმად, ემიგრანტებს შორის ერთი ბავშვი იყო. საქმეზე წინასწარ გამოძიებას მიგდონიის ემიგრაციის მართვის დეპარტამენტის პოლიციის თანამშრომლები აწარმოებენ, დაკავებული კი პროკურატურაში გადაიყვანეს.

Cesko