„ბერლინი რუსეთ-გერმანიის ურთიერთობას ანადგურებს“ – რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, გერმანიამ რუსი დიპლომატები მასობრივად გააძევა, რუსეთი სარკისებურად პასუხობს

0
236
19 Views

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გერმანიის ხელისუფლებამ რუსი დიპლომატების მასობრივი გაძევების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ მედიასაშუალება ТАСС-ი იტყობინება.

როგორც რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, ბერლინი რუსეთ-გერმანიის ურთიერთობების განადგურებას ახორციელებს.

„გერმანიის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება გერმანიაში რუსეთის დიპლომატიური მისიების თანამშრომლების მორიგი მასობრივი გაძევების შესახებ. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ბერლინის ამ ქმედებებს“, – აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან, თავის მხრივ, რუსეთის საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ ბერლინის მტრულ ქმედებებზე საპასუხოდ, რუსულმა მხარემაც მიიღო ქვეყნიდან გერმანელი დიპლომატების გაძევების შესახებ გადაწყვეტილება.

Cesko