„ჩვენ ციხეში აღმოვჩნდებით, თქვენ კი რუსულ სასაფლაოზე” – ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. რესპუბლიკებიდან ევაკუირებული მოსახლეობა ღია ცის ქვეშ დარჩა

0
446
29 Views

ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკებიდან მოსახლეობის ევაკუაცია სკანდალის ფონზე ხორციელდება. საოკუპაციო რეჟიმს მოქალაქეების ნაწილი რუსეთში, როსტოვის ოლქში გადაჰყავს. თუმცა როგორც აღმოჩნდა ბოლომდე არაა გარკვეული, სად უნდა დააბინაონ ისინი.

ერთ-ერთი ასეთი გადაყვანისას ხმაური იყო მოქალაქეებსა და ავტობუსის მძღოლებს შორის, მას შემდეგ რაც მათთვის ადგილი არ აღმოჩნდა არცერთ დროებითი განსახლების პუნქტში. მძღოლის განცხადებით, მის მოვალეობაში მხოლოდ მათი კონკრეტულ პუნქტამდე მიყვანა შედიოდა და არა მათი ტრანსპორტირება თავისუფალი ადგილების მოსაძებნად.

როგორც მძღოლი ამბობდა, მათ ხალხის ტრანსპორტირება 24 საათის განმავლობაში უწევთ და დაღლილობის გამო, მგზავრების უსაფრთხოებას საკუთარ თავზე ვეღარ აიღებენ.

“რამე რომ მოხდეს ჩვენ ციხეში აღმოვჩნდებით, თქვენ კი რუსულ სასაფლაოზე” – მიმართა მძღოლმა რუსეთში ევაკუირებულ მოქალაქეებს.

Cesko