გიორგი ვაშაძე – 11 წლის მანძილზე სამი რამ მოიტანა „ქართულმა ოცნებამ” ქვეყანაში: კორუფცია, სიღარიბე და რუსეთი

0
237
27 Views

სხვათა შორის, 111 წლის წინ ტიტანიკი ჩაიძირა და დიდი ტრაგედია იყო და 11 წლის წინ „ქართული ოცნება” შეიქმნა და ესეც დიდი ტრაგედია იყო, ჩემი აზრით, საქართველოს ისტორიაში, – ასე ეხმიანება „სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების” დაფუძნებიდან 11 წლის შესრულებას.

მისივე თქმით, 11 წლის მანძილზე სამი რამ მოიტანა “ქართულმა ოცნებამ” ქვეყანაში: კორუფცია, სიღარიბე და რუსეთი.

„რას ჰპირდებოდა ხალხს „ქართული ოცნება”? – სამართლიანობის აღდგენას, „კლანის” დასრულებას, ეკონომიკურ აღმავლობას, სოფლის განვითარებას… უამრავი დაპირება ჰქონდა. არც ერთი დაპირება არ შეუსრულებია. სამი რამ გააკეთა მხოლოდ: განამტკიცა „კლანი” და კორუფცია, მოიტანა სიღარიბე და რუსეთი. სამწუხაროდ, ასეთი გავლენა რუსეთს საქართველოში არ ჰქონია დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან,” – განაცხადა ვაშაძემ

Cesko