ექიმი დავით გადელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„●კვარაცხელიამ დილით ბოდიში მოუხადა ნაპოლის ცენტრალურ ქუჩებს, ხოლო საღამოს- დანარჩენ გარეუბნებს.
●ნატოს სამიტზე ღარიბაშვილმა ბოდიში მოიხადა გამაზული პენალტის გამო, ნატოს წევრი ქვეყნების წინაშე.
●ქართველმა ერმა ისტორიული ბოდიში მოიხადა კაცობრიობის წინაშე, გაცუდებული პენალტის გამო.
●ჩაიწერეს ბოდიში ოქროს დისკზე და სპეციალური შატლით გააგზავნეს კოსმოსში, რომ “ჩაკრულოს” დისკს დააწიონ და იცოდნენ სხვა ცივილიზაციებმაც!
… განგებ გავასაჯაროვე ეს სტატუსი, იმის იმედით, რომ ეგებ ხვიჩასაც მოხვდეს თვალში და გულიანად გაიცინოს!❤😂. კიარგით რა ხალხო! არაფერიც არ მომხდარა განსაკუთრებული! სპორტ მედია ხო არ ჩერდება! ყოველდღე მომდის ვინ რა თქვა ამ პენალტის გამო ცოლ-შვილთან სადილზე, ან კასანომ უზმოზე! ყველაფერი მშვენივრად მიდის. შარშან მარტო ჩვენ ვიცოდით კარგი ფეხბურთელი რომ გვეზრდებოდა და წელს მთელმა მსოფლიომ გაიგო უკვე ამოსული ვარსკვლავის სახელი. ამ ერთ წელიწადში გვინდა ყველაფერი მოიგოს!!? ცხოვრებას კი არ ამთავრებს- იწყებს! თავდამსხმელმა პენალტი უნდა დაარტყას აბა რა უნდა ქნას და როცა ურტყამ- უკვე იმ სტანდარტულ აცდენის პროცენტში ზიხარ და არაფერია გასაკვირი!
მიდი ხვიჩა გენაცვალე- არაფერი გაქვს საბოდიშო!“