ქართული ავიაკომპანიის Myway Airlines-ის თვითმფრინავი Boeing 737-800 სუდანის აეროპორტში დაიწვა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
თვითმფრინავი ავიაკომპანია Badr Airlines-ის ლიზინგის წესით ჰქონდა აღებული, Myway Airline-ს ეს ფაქტი ჯერჯერობით არ დაუდასტურებია. Myway Airlines-ს სუდანში ორი თვითმფრინავი ჰყავს.
როგორც ავიაკომპანიის დირექტორი რატი ბაკურაძე აცხადებს, ორივე საჰაერო ხომალდი დაზღვეულია.
სუდანის დედაქალაქ ხარტუმის აეროპორტი საბრძოლო მოქმედებების ცენტრშია. სუდანში ჯერ კიდევ რჩებიან საქართველოს მოქალაქეები – პილოტები, ბორტგამყოლები და ინჟინრები. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ღვთისიაშვილმა განაცხადა, ჯერჯერობით ვერც ერთმა ქვეყანამ საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია ვერ მოახერხა.
სუდანის დედაქალაქში 15 აპრილს შემდეგ სწრაფი რეაგირების ძალებსა და შეიარაღებულ ძალებს შორის საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.