იემენის ერთ-ერთ სკოლაში ჭყლეტის შედეგად სულ მცირე 78 ადამიანი დაიღუპა

0
191
25 Views

იემენის დედაქალაქ სანაში, ერთ-ერთ სკოლაში მომხდარი ჭყლეტის დროს სულ მცირე 78 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვები.

მედიის ცნობით, დაშავებულთაგან 13-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

ჰუმანიტარული დახმარების პროდუქტების ღირებულება ერთ ადამიანზე 9 დოლარს შეადგენდა.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ მომხდარზე პასუხისმგებლობა ქველმოქმედების გამცემ პირებს დააკისრა, რომელთაც ვერ შეძლეს ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზებულად დარიგება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ღონისძიების ორგანიზატორები დაკავებულები არიან.

2015 წელს ხელისუფლების დამხობის შემდეგ, ქვეყნის დასავლეთ ნაწილს მეამბოხე ჰუსიტები აკონტროლებენ. სწორედ მათ მიერ იყო ორგანიზებული ღონისძიება.

Cesko