“რატომ არ უნდა წავაშველოთ ხელი, იმიტომ რომ ქართველია?”- აფხა­ზე­ბი “American Idiol”- ის მონაწილეს, ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე­ს აქ­ტი­უ­რად გულ­შე­მატ­კივ­რო­ბენ

0
739
29 Views

აფხა­ზე­ბი “American Idiol”- ის მონაწილეს, ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე­ს აქ­ტი­უ­რად გულ­შე­მატ­კივ­რო­ბენ.

ხმის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე, ისი­ნი და­ხუ­რულ ჯგუ­ფებ­ში წერ­დნენ, რომ ნუ­ცას­თვის ხმის მი­ცე­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ ჰქონ­დათ, სა­იტ­ზე ვერ გა­და­დი­ოდ­ნენ და კი­თხუ­ლობ­დნენ, რა შე­იძ­ლე­ბა ამის მი­ზე­ზი ყო­ფი­ლი­ყო…

ად­გი­ლობ­რი­ვი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ნა­წილ­მა მათი აქ­ტი­უ­რო­ბის მი­მართ გა­ო­ცე­ბა და აშ­კა­რა აგ­რე­სი­აც გა­მო­ხა­ტა, თუ რა­ტომ ინ­ტე­რეს­დე­ბოდ­ნენ ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლის ბე­დით.

“მხო­ლოდ ერთ რა­მეს ვი­კი­თხავ. რა­ტომ არას­დროს მსმე­ნია ქარ­თვე­ლის­გან, რომ აფხაზ შემ­სრუ­ლე­ბელს გულ­შე­მატ­კივ­რობ­დეს? ვერ გა­ვი­გე, რა ხდე­ბა ჩვენს თავს. თუ ვინ­მე მე­ტყვის (და ვიცი, ბევ­რი ასე ამარ­თლებს ჩვე­ნე­ბის ბო­ლოდ­რო­ინ­დელ ინ­ტე­რესს ქარ­თვე­ლე­ბის მი­მართ), რომ ნიჭს ეროვ­ნე­ბა არ აქვს, ჩვენც გვყავს ნი­ჭი­ე­რე­ბი” – წერს ად­გი­ლობ­რი­ვი ელ­მი­რა კვა­ძ­ბა.

მას გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი არ ეთან­ხმე­ბა. ისი­ნი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ თა­ო­ბა, რომ­ლე­ბიც ახლა სა­ქარ­თვე­ლო­დან მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა წამ­ყვან გუნ­დებ­სა და ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ, ომის დას­რუ­ლე­ბი­დან ერთი ათე­უ­ლის წლის შემ­დეგ არი­ან და­ბა­დე­ბუ­ლი და ამის გამო, ორ თა­ო­ბას შო­რის მუდ­მი­ვი კედ­ლის შე­ნე­ბა უშე­დე­გო იქ­ნე­ბა…

“ორი წლის წინ, სო­ხუმ­ში, ახ­ლობ­ლის ოჯახ­ში ვი­ყა­ვი, ერ­თად შევ­ხვდით ახალ წელს. თბი­ლი­სი­დან სტუმ­რე­ბი ჰყავ­დათ, დედა-შვი­ლი. აქ მცხოვ­რებ ქარ­თვე­ლებს თუ არ ჩავ­თვლით, ჩა­მო­სუ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა იქამ­დე არ მქო­ნია, გო­გო­ნას გი­ტა­რა ჰქონ­და თან, მას­პინ­ძელს ოჯახ­ში მშვე­ნი­ე­რი პი­ა­ნი­ნო ჰქონ­და და მთე­ლი ღამე სიმ­ღე­რა არ შე­წყვე­ტი­ლა, უამ­რა­ვი ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა შე­ას­რუ­ლეს, მათ შო­რის, მას­პინ­ძლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. ტექ­სტის ში­ნა­არ­სი არ მეს­მო­და, მაგ­რამ სა­სი­ა­მოვ­ნოდ მო­სას­მე­ნი იყო. ვერ და­ვი­ჯე­რებ, რომ მე­ზობ­ლებს არ ეს­მო­და იმ სახ­ლი­დან გა­სუ­ლი ხმე­ბი… სახ­ლში, ოჯა­ხის წევ­რებს რომ მო­ვუ­ყე­ვი, მუ­სი­კამ და კულ­ტუ­რამ რა და­ა­შა­ვაო, მი­თხრეს. ასე რომ ნურც მომ­ხიბ­ვლე­ლი ბუ­ზა­ლა­ძის მი­მართ ინ­ტე­რესს ნუ გა­იკ­ვირ­ვებთ” – წერს კი­დევ ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი სერ­გი აკა­ბა.

“კვა­რა­ცხე­ლი­ას მერე არც ამ გო­გო­ნას მი­მართ გა­მო­ჩე­ნი­ლი ინ­ტე­რე­სი გამ­კვირ­ვე­ბია. ნიჭი ყვე­ლა ერში და­სა­ფა­სე­ბე­ლია, ეს გო­გო­ნა მარ­თლა ცე­ცხლს ან­თებს სცე­ნა­ზე. ამე­რი­კის­ხე­ლა სა­ხელ­მწი­ფო­ში, ასეთ კონ­კუ­რენ­ცი­ა­ში სა­ოც­რე­ბებს ახ­დენს. ბრა­ვო მას… სა­სი­ა­მოვ­ნოა მისი მოს­მე­ნა, სი­თა­მა­მე, სცე­ნა­ზე თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ვერ შევ­ძე­ლი, თო­რემ ნამ­დვი­ლად ვცდი­ლობ­დი ხმა მი­მე­ცა. იმე­დია, კი­დევ ბევ­რჯერ ვნა­ხავთ დიდი სცე­ნა­ზე” – წერს სო­ხუ­მე­ლი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი.

“აქ პო­ლი­ტი­კა­ზე კი არა, ნიჭ­ზეა სა­უ­ბა­რი და რო­დე­საც ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნის­თვის ხე­ლის შეშ­ვე­ლე­ბი­სა და წა­ხა­ლი­სე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ­სე­ბობს, რა­ტომ არ უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ ის, იმი­ტომ რომ ქარ­თვე­ლია?.. თავ­და­პირ­ვე­ლად, ვი­ღა­ცე­ბი კვა­რა­ცხე­ლი­ას თა­მა­შებს ჩუ­მად უყუ­რებ­დნენ, შემ­დეგ კი სო­ხუ­მის სა­ნა­პი­რო­ზე, დი­ლის ყა­ვის და­სა­ლე­ვად გა­მო­სუ­ლი კა­ცე­ბის გა­ცხა­რე­ბუ­ლი კა­მა­თიც მო­მის­მე­ნია “კვა­რას” მატ­ჩებ­ზე… ბრმე­ბი და ყრუ­ე­ბი არ ვართ, ამ სამ­ყა­როს ნა­წი­ლი ვართ და ნი­ჟა­რა­ში ვერ და­ვი­მა­ლე­ბით, სპორ­ტი, მუ­სი­კა, ხე­ლოვ­ნე­ბა ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლია. ყვე­ლა­ფერ­ში საფრ­თხის და­ნახ­ვას ნუ ცდი­ლობთ” – მი­აჩ­ნია მური ჩა­მა­გუ­ას.

წყარო: mix.metronome.ge

Cesko