მდინარაძე ფეხბურთელების პოსტებს ეხმაურება – “მათი დამსახურებაა და ამ ბიჭებმა ახლა რომ ახსენეს, ეს დანარჩენი რაღაცნაირად, საერთო ტრენდში ჩაჯდა”

0
137
23 Views

უცხოური გავლენის აგენტების გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა.

საქართველოს ევროპულ მომავალს მხარი დაუჭირეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა. აღნიშნულს მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის გამოხმაურება მოჰყვა:

“ფეხბურთელებმა ეს დაწერეს, აბა რა უნდა ქნან,  აღარ იციან საიდან შეუტიონ, ნუ ჩარევთ-მეთქი, ყველას გვიყვარს, ყველასია, ჩვენია, საერთო ღირებულებებია, საერთო ეროვნული ინტერესია.

არა უტევენ ამ დღეების განმავლობაში და დადგნენ და ამ ბიჭებმა დაწერეს მართლა და რა ქნეს, აი მაგალითად რა ქნა ნაცმოძრაობის არხმა, ხვიჩა კვარაცხელიას და ზურიკო დავითაშვილს სიტყვა მშვიდობა ამოუღეს. წარმოიდგინეთ, რა თეორიებში არიან, რა ეჭვებში არიან, რა ავადმყოფობაში არიან.

სიტყვა მშვიდობას ხშირად ქართული ოცნება ახსენებს, მათი დამსახურებაა და ამ ბიჭებმა ახლა რომ ახსენეს, ეს დანარჩენი რაღაცნაირად, საერთო ტრენდში ჩაჯდა, მაგრამ – აქ არ ვარგაო და გაუყალბეს. წარმოიდგინეთ ამ ბიჭებმა თქვეს გავერთიანდეთ, სპორტსმენები დებენ საქართველ, აბა სად არის ევროპაშია, მართლა სად არის ხალხო, რამე რომ მოხდეს, როგორც ხდებოდა, ესენი გავარდებიან წითელ ხიდზე და ჩვენ უნდა შევაკვდეთ სათითაოდ მართლა”, – განაცხადა მდინარაძემ.

Cesko